ლეგენდარულ ბრაზილიელს ჰკითხეს, ვინ არის დღევანდელი ბრაზილიის ნაკრების ლიდერი.
„ვინისიუსისთვის ერთი რჩევა მაქვს - უბრალოდ ითამაშე ფეხბურთი, ყველაფერი დანარჩენი კი ჩვენ მოგვანდე.
მგონია, რომ ამ ეტაპზე რაფინია არის ფეხბურთელი, რომელიც ოქროს ბურთს ყველაზე მეტად იმსახურებს ოქროს ბურთს. ის საოცარ სეზონს ატარებს." - აღნიშნა კაფუმ.
ამ სეზონში ვინისიუსმა ყველა ტურნირზე 48 მატჩში 20 გოლი და 14 საგოლე გადაცემა მიითვალა, რაფინიას აქტივში კი 51 მატჩში 30 გოლი და 25 ასისტია.