რაფინიას თქმით, ჰანსი ფლიკი მას ანსუ ფატისთან დალაპარაკებას ხშირად სთხოვს.
„ანსუს სათამაშო დრო ახლა ნაკლებად ეძლევა, მაგრამ ფლიკი ყოველთვის ინტერესდება, როგორც არის ის. ზოგჯერ, მეც მეძახის ხოლმე და მეუბნება: "გთხოვ, დაელაპარაკე ანსუს, არ მინდა იფიქროს, რომ არ მჭირდება, პირიქით."
ჰანსი უბრალოდ ფიქრობს, რომ გუნდი ახლა კარგ კონდიციებშია და ანსუ ცოტათი ჩამორჩება, მაგრამ ის მას ნამდვილად ენდობა.
სწორედ ამით გამოირჩევა ჰანსი, ის ყველაზე ზრუნავს და მისი ოფისის კარი ყველასთვის ღიაა." - აღნიშნა ბრაზილიელმა ფეხბურთელმა.
ამ სეზონში ანსუ ფატიმ ყველა ტურნირზე 11 მატჩი ჩაატარა (ჯამში 298 წუთი), თუმცა საგოლე ქმედებებით თავი არ გამოუჩენია.