უეფას ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალურ ეტაპზე მონჟუიკზე ჩატარებული უხვგოლიანი მატჩის (3-3) შემდეგ, საპასუხო შეხვედრაში ინტერი ჯუზეპე მეაცას სახელობის სტადიონზე ბარსელონას მიიღებს და პირველი ფინალისტის ვინაობასაც გავიგებთ.
ბარსელონური მატჩის შემდეგ ინტერმა სერია ა-ს ეგიდით ვერონა მიიღო და გადახალისებული შემადგენლობით ითამაშა. მილანელებმა მეტოქე მინიმალური სხვაობით 1-0, კრისტიან ასლანის გოლით დაამარცხეს.
3 ქულისთვის ბრძოლა მოუწია ბლაუგრანასაც, რომელმაც ვალიადოლიდთან გასვლაზე 1-2 იმარჯვა. ფლიკის გუნდი აგებდა, თუმცა რაფინიასა და ლოპესის გოლებით მაინც მოიგო.
გადამწყვეტ მატჩს გუნდები დანაკლისით შეხვდებიან, მათი სავარაუდო შემადგენლობები ასეთია:
ინტერი - ზომერი; ბისეკი, აჩერბი, ბასტონი; დუმფრისი, ბარელა, ჩალჰანოღლუ, მხითარიანი, დიმარკო; ტარემი, ტურამი
ბარსელონა - შესნი; ერიკ გარსია, რონალდ არაუხო, კუბარსი, ინიგო მარტინესი; დე იონგი, პედრი; იამალი, ოლმო, რაფინია; ფერან ტორესი
რა თქვეს მწვრთნელებმა?
სიმონე ინძაგი (ინტერი) - "ჩვენ ვიცით ამ მატჩის მნიშვნელოვა. დიდებული თამაში დაგვჭირდება ძალიან ძლიერი გუნდის წინააღმდეგ, რაშიც პირველ დაპირისპირებაში დავრწმუნდით. ჩვენ ყურადღებიანი და კონცენტრირებული ინტერი დაგვჭირდება. ჯგუფში სჯერათ თავიანთი თავის, მათ ერთი სული აქვთ როდის მოვა მატჩი."
ჰანსი ფლიკი (ბარსელონა) - "როცა სეზონი დავიწყეთ, არავის ჰქონდა წარმოდგენა რას მივაღწევდით. ჩვენ უკვე მოვიგეთ 2 ტიტული ამ სეზონში. ყველა მოთამაშე განვითარდა ყოველ შემდეგ მატჩში. ახლა ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალში ვართ და ამით სიამოვნება უნდა მივიღოთ და ვაჩვენოთ ყველას როგორი კარგები ვართ."
მატჩის მთავარი არბიტრი პოლონელი შიმონ მარცინიაკი იქნება, რომელმაც ჩემპიონთა ლიგის ამ სეზონში 6 შეხვედრაში იმსაჯა:
პსჟ 1-2 ატლეტიკო (1 ყვითელი ბარათი)
სპორტინგი 1-5 არსენალი (2 ყვითელი ბარათი, 1 პენალტი)
ატალანტა 2-3 რეალი (3 ყვითელი ბარათი, 1 პენალტი)
პსჟ 4-2 მან. სიტი (2 ყვითელი ბარათი)
მილანი 1-1 ფეიენოორდი (5 ყვითელი ბარათი, 1 მეორე ყვითელი ბარათი, 1 წითელი ბარათი)
ატლეტიკო 1-1 რეალი (8 ყვითელი ბარათი, 1 პენალტი)
ინტერისა და ბარსელონას თამაში 23:00 საათზე დაიწყება.
ჩემპიონთა ლიგის გურუ - ნახევარფინალები