რაფინიამ ინტერთან განვლილი მატჩი შეაფასა.
„უკეთესი შედეგის მიღწევა შეგვეძლო, ისევ ძალიან ბევრი გოლი გავუშვით საკთარ მოედანზე. თუმცა, ინტერი ქებას იმსახურებს. მნიშვნელოვანია, რომ ისეთ შედეგს მივაღწიეთ, რომლითაც საპასუხო მატჩში ნებისმიერი რამ შეიძლება მოხდეს.
როცა ანგარიში 0:2 იყო, სიმშვიდეს ვინარჩუნებდით და ჩვენს თამაშს ვთამაშობდით, რაც ანგარიშის გათანაბრებაში დაგვეხმარა.
შეიძლება, ცოტა ვრისკავდით კიდეც. დადებითი შედეგის მიღწევას ვცდილობდით, რადგან ჩვენი მოვალეობაა გამარჯვებულები გამოვიდეთ. საბოლოოდ, არც ისე ცუდ შედეგს მივაღწიეთ.
ყველამ ვიცით, რა შეუძლია ლამინ იამალს და როგორ გვეხმარება ის მოედანზე." - აღნიშნა ბრაზილიელმა.