ლიონელ მესიმ ინტერ მაიამის რიგებში კიდევ ერთი გოლი გაიტანა.
ნეშვილთან შეხვედრაში 39 წლის არგენტინელმა საჯარიმოს გარედან ზუსტად დაარტყა - ეს ინტერ მაიამიში ჩატარებულ 114 მატჩში მისი 99-ე გოლია.
მატჩის მე-4 წუთზე ფლორიდელები ჩამორჩნენ, თუმცა მესის ძალისხმევით დაწინაურდნენ და გამარჯვებასთანაც ძალიან ახლოს იყვნენ. მიუხედავად ამისა, მსაჯის მიერ კომპენსირებულ დროში სემ სურიჯმა ანგარიში გაათანაბრა (2-2).
აღმოსავლეთ კონფერენციის ლიდერთან, ნეშვილთან მატჩამდე ინტერ მაიამის ბოლო 6 შეხვედრიდან მხოლოდ 1 ჰქონდა მოგებული. ამ ფრით კი ნეშვილმა ფლორიდელებთან 9-ქულიანი უპირატესობა შეინარჩუნა. ჩემპიონატის დასრულებამდე 9 ტური რჩება.
აღსანიშნავია, რომ 2026 წელს ლიონელ მესი 19 გოლით MLS-ის ბომბარდირთა დავას ლიდერობს. ის უკვე ზედიზედ მესამე სეზონია, რაც ამერიკაში მინიმუმ 10-გოლიან ნიშნულს აღწევს.