• ArenamaxArenamax
  • სპორტის გურუ
  • ქვიზები
  • ვიდეო
  • არენა

არენამაქსი

ქვიზები

სპორტის გურუ

სიახლეები

ArenamaxArenamax

სპორტის გურუ

სიახლეები

ქვიზები

ვიდეო

არენა

წესები და პირობები

Cookies პოლიტიკა

კონფიდენციალურობის პოლიტიკა

ცხელი ხაზი: +995 32 2971012
  • facebook icon
  • youtube icon
  • instagram icon
ცხელი ხაზი: +995 32 2971012[email protected]

Copyright © 2023 Adjarabet Arena. All Rights Reserved.

  • facebook icon
  • youtube icon
  • instagram icon
არსენალი ოთხი ტიტულის მოლოდინში: რას ფიქრობს არტეტა ისტორიულ კვადრუპლზე?
ფეხბურთიფეხბურთი

არსენალი ოთხი ტიტულის მოლოდინში: რას ფიქრობს არტეტა ისტორიულ კვადრუპლზე?

1 სთ წინ · 0 წთ წასაკითხად

-

Aa

+

ფონტის ზომა

მიკელ არტეტა კვადრუპლზე საუბარს ჯერ ერიდება, თუმცა პირობას დებს, რომ არსენალი მიმდინარე სეზონში ოთხივე ფრონტზე ბოლომდე იბრძოლებს.


ჩრდილოეთ ლონდონელები პრემიერ ლიგის სატურნირო ცხრილს ლიდერობენ და ამ უქმეებზე ევერტონს უმასპინძლებენ, მომდევნო კვირას კი ლიგის თასის ფინალში მანჩესტერ სიტის დაუპირისპირდებიან. გარდა ამისა, მეთოფეები ჩემპიონთა ლიგისა და ინგლისის თასის გადამწყვეტ ეტაპებზეც აგრძელებენ ასპარეზობას.

ბუნებრივია, მედიაში სულ უფრო ხშირად საუბრობენ კვადრუპლზე, მიღწევაზე, რომელიც ინგლისური ფეხბურთის ისტორიაში ჯერ არცერთ გუნდს არ დაუფიქსირებია. მიუხედავად ამისა, არტეტა მიიჩნევს, რომ მოვლენებს წინ არ უნდა გაუსწრონ. არსენალი ექვსწლიანი უტიტულო პერიოდის დასრულებას ცდილობს და ამ ეტაპზე მთავარი ამოცანა პრემიერ ლიგაში შვიდქულიანი უპირატესობის შენარჩუნებაა. შეგახსენებთ, რომ ლონდონელებს ინგლისის ჩემპიონატი 2004 წლის შემდეგ არ მოუგიათ.

„უბრალოდ გასახდელში უნდა შეხვიდეთ, რომ მიხვდეთ, რამდენად ვაფასებთ ჩვენს ამჟამინდელ პოზიციას და როგორ გვინდა სეზონის ბოლომდე ამ სიმაღლეზე დარჩენა,“ – განაცხადა ესპანელმა სპეციალისტმა მატჩისწინა პრესკონფერენციაზე.

„ყველაფერი ჩვენზეა დამოკიდებული. უნდა ვკონცენტრირდეთ იმაზე, რაც გასაკეთებელია და ეს ტემპი სეზონის ბოლომდე შევინარჩუნოთ. ახლა ყოველი მოგებული თამაში მიზნისკენ გადადგმული უდიდესი ნაბიჯია. ხვალ ძალიან რთული მატჩი გველის, გამარჯვება უნდა დავიმსახუროთ და თუ ამას შევძლებთ, ტიტულთან კიდევ უფრო ახლოს ვიქნებით.

„კვადრუპლზე ნამდვილად არ ვფიქრობ. ერთი ტურნირიდან მეორეზე გადავდივართ, მაგალითად, მომდევნო შვიდ დღეში სამ სხვადასხვა ტურნირზე მოგვიწევს თამაში. ეს დიდ ენერგიას მოითხოვს, ამიტომ ჩვენი მთავარი საზრუნავი თითოეული მატჩისთვის საუკეთესო კონდიციებში მომზადებაა,“ – დაამატა არტეტამ.

გიორგი ლემონჯავა

გიორგი ლემონჯავა

არტეტა
არსენალი

ლინკის დაკოპირება

ცხელი სიახლეები

VIDEO: მოგება მინიმალური სხვაობით - არსენალი FA თასის 1/4 ფინალშია

•ფეხბურთი

ფეხბურთი

VIDEO: მოგება მინიმალური სხვაობით - არსენალი FA თასის 1/4 ფინალშია
•ფეხბურთი

ფეხბურთი

„ან ნასვამი იყო, ან სახიფათოა საზოგადოებისშთვის", — პატრის ევრამ ტეო უოლკოტი გააკრიტიკა

•ფეხბურთი

ფეხბურთი

„ან ნასვამი იყო, ან სახიფათოა საზოგადოებისშთვის", — პატრის ევრამ ტეო უოლკოტი გააკრიტიკა
•ფეხბურთი

ფეხბურთი

არტეტა: „გააკეთა ულამაზესად მოთამაშე ბარსელონამ 1000 პასი ნიუკასლთან? ვერა"

•ფეხბურთი

ფეხბურთი

არტეტა: „გააკეთა ულამაზესად მოთამაშე ბარსელონამ 1000 პასი ნიუკასლთან? ვერა"
•ფეხბურთი

ფეხბურთი

VIDEO: არსენალს კუთხურიდან გაუტანეს - ლევერკუზენმა უპირატესობა ბოლო წუთებზე გაუშვა

•ფეხბურთი

ფეხბურთი

VIDEO: არსენალს კუთხურიდან გაუტანეს - ლევერკუზენმა უპირატესობა ბოლო წუთებზე გაუშვა
•ფეხბურთი

ფეხბურთი

News image

07 მარ, 2026

VIDEO: მოგება მინიმალური სხვაობით - არსენალი FA თასის 1/4 ფინალშია

News image

08 მარ, 2026

„ან ნასვამი იყო, ან სახიფათოა საზოგადოებისშთვის", — პატრის ევრამ ტეო უოლკოტი გააკრიტიკა

News image

3 სთ წინ

არტეტა: „გააკეთა ულამაზესად მოთამაშე ბარსელონამ 1000 პასი ნიუკასლთან? ვერა"

News image

11 მარ, 2026

VIDEO: არსენალს კუთხურიდან გაუტანეს - ლევერკუზენმა უპირატესობა ბოლო წუთებზე გაუშვა

კომენტარები

ლინკის დაკოპირება