VIDEO: არსენალს კუთხურიდან გაუტანეს - ლევერკუზენმა უპირატესობა ბოლო წუთებზე გაუშვა
2 სთ წინ · 0 წთ წასაკითხად
-
Aa
+
ფონტის ზომა
ჩემპიონთა ლიგის პირველ 1/8 ფინალურ მატჩში, ბაიერ ლევერკუზენმა არსენალი მიიღო და 1:1 ითამაშა.
გერმანელები, მე-2 ტაიმის სტარტზე, კაპიტანმა რობერტ ანდრიხმა თავური დარტყმით დააწინაურა, რასაც თამაშის ბოლოს ნონი მადუეკეს მიერ მოპოვებული პენალტის კაი ჰავერცისგან რეალიზება მოჰყვა.
აღსანიშნავია, რომ არსენალს პირველ ტაიმში კუთხური არ მოუწოდებია, რაც წლევანდელი სეზონის 47 შეხვედრაში მეხუთედ მოხდა.
გუნდები საპასუხო მატჩს 17 მარტს, ემირეითს სთედიუმზე ითამაშებენ.