ბარსელონას მთავარმა მწვრთნელმა, ჰანსი ფლიკმა, ჩემპიონთა ლიგაზე ნიუკასლთან ფრედ (1:1) დასრულებული მატჩის შემდეგ გუნდის თამაშში არსებულ ხარვეზებზე ისაუბრა.
არაუხო ნიუკასლთან მატჩზე: „ეს წესი არ მესმის, მოედანზე ხოხვითაც კი არ მიშვებდნენ“
„ჩვენი საუკეთესო თამაში არ გვიჩვენებია. ბურთს ხშირად ვკარგავდით და შესაძლებლობებს ხელიდან ვუშვებდით. მათ ძალიან სწრაფი ფეხბურთელები ჰყავთ, მაგრამ დაცვის თამაშით კმაყოფილი ვარ.
მატჩი ინტენსიური გამოდგა. ბევრი თამაში ჩავატარეთ, თუნდაც დიდი შესვენება გვქონოდა. ძალებს თანდათან აღვიდგენთ.
ბევრი შეცდომა დავუშვით. ბევრს ვჯარიმდებოდით და ბურთს ხშირად ვკარგავდით.
ახლა დასვენება გვჭირდება. კვირას ახალი მატჩია, გვაქვს დრო აღდგენისა და კარგი მომზადებისთვის. ასეთია შეჯიბრების დონე — მასთან ადაპტაციაა საჭირო“, – განაცხადა ბარსელონას მთავარმა მწვრთნელმა.