ბარსელონას მცველმა, რონალდ არაუხომ, ჩემპიონთა ლიგის 1/8 ფინალში ნიუკასლთან გამართული მატჩი (1:1) შეაჯამა.
ინგლისური კლუბის მიერ 86-ე წუთზე გატანილი გოლის ეპიზოდში კატალონიელთა ფეხბურთელი შეტევისას მიღებული ტრავმის შემდეგ დაცვაში არ დაბრუნებულა. ის ჯერ მოედნის ფარგლებს გარეთ ხოხვით გავიდა, შემდეგ კი მოედანზე ხოხვითვე დაბრუნდა. მსაჯმა — იტალიელმა მარკო გვიდამ — ურუგვაელს მიანიშნა, რომ მას მოედნის ფარგლები უნდა დაეტოვებინა. საბოლოოდ არაუხო დაბრუნდა, თუმცა საკუთარი პოზიცია ვერ დაიკავა.
„ფრით კმაყოფილები ვართ. ისე კარგად ვერ ვითამაშეთ, როგორც გვინდოდა. ჩემპიონთა ლიგაზე უფრო ჭკვიანურად მოქმედებაა საჭირო. ახლა წინ მატჩი შინ გველოდება.
გვინდოდა ბურთს მეტად დავუფლებოდით და შეგვეტია. თუმცა ძლიერი მეტოქის წინააღმდეგ მისსავე სტადიონზე ვთამაშობდით. კარგი შთაბეჭდილებებით მივდივართ.
რაც შეეხება გაშვებული გოლის მომენტს, ეს წესი არ მესმის. თუ კრუნჩხვა მაქვს, მოედანზე დაბრუნება არ შემიძლია — ხოხვითაც კი. მსაჯმა ისევ გასვლა მიბრძანა. არ მესმის.
ზოგადად, ეს მომენტი [კრუნჩხვა] დაძაბულ მატჩებში გაწეული ძალისხმევის შედეგი იყო. მზად უნდა იყო იმისთვის, რომ შენი ჯერი დადგება. პედრი ცოტა დაიღალა და ეს ნორმალურია, ის ტრავმის შემდეგ აღდგენით პროცესს გადის“, – განაცხადა არაუხომ, რომელიც ინგლისელების გოლის შემდეგ შეცვალეს.