• ArenamaxArenamax
  • სპორტის გურუ
  • ქვიზები
  • ვიდეო
  • არენა

არენამაქსი

ქვიზები

სპორტის გურუ

სიახლეები

ArenamaxArenamax

სპორტის გურუ

სიახლეები

ქვიზები

ვიდეო

არენა

წესები და პირობები

Cookies პოლიტიკა

კონფიდენციალურობის პოლიტიკა

ცხელი ხაზი: +995 32 2971012
  • facebook icon
  • youtube icon
  • instagram icon
ცხელი ხაზი: +995 32 2971012[email protected]

Copyright © 2023 Adjarabet Arena. All Rights Reserved.

  • facebook icon
  • youtube icon
  • instagram icon
ევროპული კლასიკო, საკლუბო მუნდიალის ფინალის გამეორება და სხვა — დღევანდელი 1/8 ფინალები
ფეხბურთიფეხბურთი

ევროპული კლასიკო, საკლუბო მუნდიალის ფინალის გამეორება და სხვა — დღევანდელი 1/8 ფინალები

1 სთ წინ · 0 წთ წასაკითხად

-

Aa

+

ფონტის ზომა

ჩემპიონთა ლიგის 1/8 ფინალების სათამაშო დღეს საქმეში ბადის უფრო ძლიერ მხარედ აღიარებული ნაწილი ერთვება და არაერთ ტოპ-მატჩსაც ვიხილავთ.


დღეს ყველაფერი იქნება — მერვედფინალების ცენტრალური დაპირისპირება, რომელიც უკვე ევროპულ კლასიკოდაც შეირაცხა, მსოფლიო საკლუბო ჩემპიონატის ფინალის გამეორება, ერთ-ერთი მთავარი ფავორიტის — არსენალის ვიოაჟი ბაი არენასა და ცალსახად ყველაზე დიდი სენსაციის, ბოდო/გლიმტის ზღაპრის გაგრძელებაც.


ლევერკუზენი — არსენალი [23:45]


არტეტას გუნდი ამ დაპირისპირებას კარგი განწყობით ხვდება — „მეთოფეებმა" პრემიერ ლიგაში ლიდერობა 6 ქულამდე გაზარდეს და უფრო თამამად შეუძლიათ ყურადღების ჩემპიონთა ლიგაზე გამახვილება. 


კასპერ იულმანის შეგირდებს კი შიდა არენაზეც საკმარისი საფიქრალი აქვთ — გუნდი ამ ეტაპზე მე-6 ადგილს იკავებს და ჩემპიონთა ლიგაზე მოხვედრისთვის იბრძვის, საქმეს არ ამარტივებს მატჩებს შორის უიქენდზე ბაიერნთან საშინაო დაპირისპირებაც, რომელიც 14 მარტს არის ჩანიშნული. 


1/16 ფინალში გერმანელებმა საკმაოდ დამაჯერებლად გაიარეს ოლიმპიაკოსის ბარიერი და ახლა ერთ-ერთი მთავარი ფავორიტის გასატესტადაც ემზადებიან.


სავარაუდო შემადგენლობები


ბაიერი: ბლასვიქი, ანდრიხი, ქუანსა, ტაპსობა, კულბრეთი, პალასიოსი, გარსია, გრიმალდო, ტერიერი, მაზა,, კოფანე


არსენალი: რაია, ტიმბერი, მოსკერა, გაბრიელი, ჰინკაპიე, სუბიმენდი, რაისი, ეზე, საკა, მარტინელი, გიოკერეში



რეალი — მან სიტი [23:55]


ევროპულ კლასიკოდ შერაცხული დაპირისპირება, რომელიც ლიგის პლეი-ოფში ზედიზედ მეხუთედ შედგება და ამით ტურნირის ყველა დროის რეკორდსაც მოხსნის. ზედიზედ ამდენჯერ აქამდე ორ გუნდს ერთმანეთთან ტურნირის პლეი-ოფში არასდროს უთამაშია.


რეალი თამაშს შესუსტებული ხვდება — არბელოას ამ თამაშში ვერც ბელინგემი, ვერც მბაპე და ვერც როდრიგო ვერ დაეხმარებიან, დაცვაში კი გუნდი ალვარო კარერასს მოისაკლისებს. ერთადერთი იმედი ვარსკლავებს შორის ვინისიუსი თუ იქნება, რომელიც ინგლისური გუნდების წინააღმდეგ კარგად თამაშით ხშირად გამოირჩევა ხოლმე.


მან სიტიმ პრემიერ ლიგის ბოლო ტურში ნოტინგემთან კი ვერ მოიგო და არსენალი +2 ქულით გაუშვა წინ, სამაგიეროდ თასზე ნიუკასლს სენტ-ჯეიმს პარკზე დამაჯერებლად მოუგო და 1/4 ფინალში აუღელვებლად და ჰალანდის დასვენებით გავიდა. ბოლო წლებისგან განსხვავებით, ახლა ამ წყვილს გამორჩეული ფავორიტი ჰყავს და ეს ინგლისური გრანდია.


ამ სეზონში ეს დაპირისპირება ლიგის ფაზაზეც ვიხილეთ, როცა სანტიაგო ბერნაბეუზე ჯერ კიდევ ჩაბი ალონსოს მადრიდის რეალი სიტისთან თანაბარ ბრძოლაში 1:2 დამარცხდა. დღეს, მადრიდელთა მდგომარეობა იმ პერიოდზე გაცილებით მძიმეა.


სავარაუდო შემადგენლობები


რეალი: კურტუა, ტრენტი, ასენსიო, რუდიგერი, მენდი, ჩუამენი, კამავინგა, ვალვერდე, გიულერი, ვინისიუსი, გარსია


მან სიტი: დონარუმა, ნუნიეში, დიასი, გეჰი, აიტ-ნური, როდრი, ბერნარდუ, ო'რაილი, დოკუ, სემენიო, ჰალანდი.



პსჟ — ჩელსი [23:55]


ეს დაპირისპირება გასული წლის ზაფხულში ვიხილეთ, როცა პარი სენ-ჟერმენი ყველა შესაძლო ტიტულის მოგებისკენ მიისწრაფვოდა, თუმცა ჯერ კიდევ ენცო მარესკას ჩელსიმ აშშ-ში ლუის ენრიკეს გუნდს უბრალოდ შანსი არ დაუტოვა და 3:0 გაანადგურა. მას შემდეგ, ორივე გუნდში ბევრი რამ შეიცვალა — პსჟ აღარ არის ისეთივე სტაბილური, როგორადაც მაშინ ვიცნობდით, ჩელსიმ კი საერთოდ მწვრთნელი გამოიცვალა და ახლა გუნდს ამ თამაშზე 2 თვით წინ უმეტესი ჩვენგანისთვის სრულიად უცნობი ლიამ როსენიორი გაიყვანს.


1/16 ფინალში პსჟ-მ გაჭირვებით გაიარა მონაკოს ბარიერი, რომელთანაც ლიგა 1-ის ბოლო ტურში დამარცხებაც მოასწრო, ლონდონელებმა კი მერვედფინალში ადგილი ლიგის ფაზის 8 საუკეთესოში მოხვედრით გაინაღდეს.


ასეა თუ ისე, ტურნირის მოქმედი გამარჯვებული წყვილის მცირე ფავორიტად მაინც მოიაზრება, თუმცა ლუის ენრიკე თავისი გუნდის შარშანდელი ვერსიის პოვნას ჯერ კიდევ ვერ ახერხებს. არადა, უკვე მარტია.


სავარაუდო შემადგენლობები


პსჟ: საფონოვი, ჰაკიმი, მარკინიოსი, პაჩო, მენდეში, ვიტინია, დრო, ზაირ-ემერი, დუე, დემბელე, კვარაცხელია


ჩელსი: სანჩესი, ჯეიმსი, ფოფანა, ჩალობა, კუკურელია, კაისედო, სანტოსი, ენცო ფერნანდესი, პალმერი, ნეტუ, ჟოაო პედრო.



ბოდო/გლიმტი — სპორტინგი [23:55]


ტურნირის მთავარი სენსაცია, რომელმაც ლიგის ფაზაზე მიჯრით ჯერ სიტი დაამარცხა, შემდეგ ატლეტიკო, მერე კი 1/16 ფინალში ინტერს მოუგო ორივე თამაში და მერვედფინალში სრულიად დამსახურებულად გავიდა. თანაც ისე, რომ შიდა ასპარეზზე უთამაშებელია, რადგან ნორვეგიაში ჩემპიონატი ზამთარში დამთავრდა, ახალი სეზონი კი ჯერ არ დაწყებულა. 


მერვედფინალის მეტოქედ წლევანდელი ტურნირის დებიუტანტს და მთავარ სენსაციას გიორგი ქოჩორაშვილის სპორტინგი მოიაზრება. ქართველ ნახევარმცველს სათამაშო დრო ფაქტობრივად არ ეძლევა და პორტუგალიური გუნდი ფონს მის გარეშე გადის. 


სპორტინგმა ლიგის ფაზის ბოლო ტურში 8 საუკეთესოში ადგილი ბოლო წუთებზე ბილბაოს დამარცხებით მოიპოვა და რეალი 1/16 ფინალში გაუშვა, თავად კი პირდაპირ მერვედფინალის საგზური მოიპოვა. ამ წყვილში ნეიტრალური გულშემატკივრების გულები ნორვეგიული გუნდისკენ იქნება გადახრილი.


სავარაუდო შემადგენლობები


ბოდო/გლიმტი: ჰაიკინი, სიოვოლდი, ბიორტუფტი, გუნდერსენი, ბიორკანი, ფეტი, ბერგი, ევიენი, ჰაუგე, ბლომბერგი, ჰოიგი


სპორტინგი: სილვა, ვადიანიდისი, დიომანდე, ინასიო, ფრესნედა, ჰიულმანი, სიმოესი, კატამო, ტრინკაო, გილერმე, სუარესი.


ნიკა შაქარაშვილი

ნიკა შაქარაშვილი

ჩემპიონთა ლიგა

ლინკის დაკოპირება

ცხელი სიახლეები

არქტიკული ზღაპარი: ბოდო გლიმტი ჩემპიონთა ლიგის მწვერვალზე

•ფეხბურთი

ფეხბურთი

არქტიკული ზღაპარი: ბოდო გლიმტი ჩემპიონთა ლიგის მწვერვალზე
•ფეხბურთი

ფეხბურთი

VIDEO: მიუნხენური შტორმი იტალიაში - ბაიერნმა ატალანტა გაანადგურა

•ფეხბურთი

ფეხბურთი

VIDEO: მიუნხენური შტორმი იტალიაში - ბაიერნმა ატალანტა გაანადგურა
•ფეხბურთი

ფეხბურთი

მე-6 ქართველი ჩემპიონთა ლიგის პლეი-ოფში - რომელ ფეხბურთელებს შეუერთდა მამარდაშვილი

•ფეხბურთი

ფეხბურთი

მე-6 ქართველი ჩემპიონთა ლიგის პლეი-ოფში - რომელ ფეხბურთელებს შეუერთდა მამარდაშვილი
•ფეხბურთი

ფეხბურთი

VIDEO: დებიუტი ლიგის პლეი-ოფში - მამარდას ლივერპული თურქეთში დამარცხდა

•ფეხბურთი

ფეხბურთი

VIDEO: დებიუტი ლიგის პლეი-ოფში - მამარდას ლივერპული თურქეთში დამარცხდა
•ფეხბურთი

ფეხბურთი

News image

11 სთ წინ

არქტიკული ზღაპარი: ბოდო გლიმტი ჩემპიონთა ლიგის მწვერვალზე

News image

2 სთ წინ

VIDEO: მიუნხენური შტორმი იტალიაში - ბაიერნმა ატალანტა გაანადგურა

News image

4 სთ წინ

მე-6 ქართველი ჩემპიონთა ლიგის პლეი-ოფში - რომელ ფეხბურთელებს შეუერთდა მამარდაშვილი

News image

4 სთ წინ

VIDEO: დებიუტი ლიგის პლეი-ოფში - მამარდას ლივერპული თურქეთში დამარცხდა

კომენტარები

ლინკის დაკოპირება