ტოტენჰემის მთავარმა მწვრთნელმა, იგორ ტუდორმა, ჩემპიონთა ლიგის 1/8 ფინალში ატლეტიკოსთან მარცხის (2:5) შემდეგ საკუთარ მომავალზე ისაუბრა.
ეს წაგება „დეზებისთვის“ ყველა ტურნირზე ზედიზედ მე-6 გამოდგა, რაც კლუბის ანტირეკორდია. ხორვატი სპეციალისტის ხელმძღვანელობით გუნდმა ოთხივე მატჩი წააგო, საერთო ანგარიშით 5:14.
VIDEO: კინსკის კოშმარული ღამე - ატლეტიკომ ტოტენჰემი გაანადგურა
„მიმაჩნია, რომ ტოტენჰემის მწვრთნელის როლისთვის შესაფერისი ვარ. თუმცა იმდენად ბევრი პრობლემაა, რომ მათი ახსნა რთულია.
ეს ყველაფერი კლუბის შიგნით უნდა გადაწყდეს. ჟურნალისტებთან ამაზე საუბარს არ ვაპირებ“, – განაცხადა ტუდორმა.