ბარსელონას მთავარმა მწვრთნელმა ჰანსი ფლიკმა ჩემპიონთა ლიგაზე ნიუკასლთან ფრედ (1:1) დასრულებული მატჩის შემდეგ კომენტარი გააკეთა.
„შედეგმა უფრო გამახარა. ბურთით საუკეთესოდ არ გვიმუშავია. მის გარეშე კი კარგად ვმოქმედებდით, თავს გუნდურად ვიცავდით და ამან გამახარა.
ფლიკი: „ბარსელონამ ბევრი შეცდომა დაუშვა, მაგრამ დაცვით კმაყოფილი ვარ“
ამ სტადიონზე თამაში ადვილი არ არის, წნეხისა და ატმოსფეროს გათვალისწინებით. პრესინგის ქვეშ ბევრი შეცდომა დავუშვით, მომატება გვჭირდება.
სეზონის ამ მონაკვეთისთვის ძალიან ბევრი მატჩი ჩავატარეთ, თუმცა მაინც უკეთ თამაში გვმართებს. პოზიტიური მომენტი არის მხოლოდ შედეგი. ამ ფრის მოპოვება, მითუმეტეს რომ ბოლო წუთებისთვის ვაგებდით — ფანტასტიკაა.
დარწმუნებული ვარ, რომ კამპ ნოუზე სხვანაირად ვითამაშებთ." — აღნიშნა გერმანელმა სპეციალისტმა.