მანჩესტერ იუნაიტედის ყოფილი მცველი, პატრის ევრა, ტეო უოლკოტს გამოეხმაურა, რომელმაც უეინ რუნის ჰკითხა, დღევანდელი არსენალი მოიგებდა თუ 2008 წლის მანჩესტერ იუნაიტედი.
მისი ექსპერტობა ბაშვებისთვის სახიფათოა
– ტეო უოლკოტმა დასვა კითხვა იმის შესახებ, თუ ვინ გაიმარჯვებდა – არსენალი თუ 2007/08 წლების სეზონის მანჩესტერ იუნაიტედი. რუნიმ თქვა, რომ მანჩესტერ იუნაიტედი მათ გაანადგურებდა. ალბათ, ეთანხმებით?
– ვფიქრობ, უეინ რუნი მართლაც კეთილგანწყობილი იყო ტეო უოლკოტის მიმართ, მაშინაც კი, როცა თქვა, რომ 2007/08 წლების სეზონის მანჩესტერ იუნაიტედი არსენალს გაანადგურებდა. უოლკოტი ჩემი კარგი მეგობარია, ის მიყვარს, მაგრამ მსგავსი კომენტარები აჩვენებს, რომ ტელევიზიაში ის საფრთხეს წარმოადგენს. მან უნდა შეწყვიტოს ექსპერტობა, ბავშვებისთვის სახიფათოა ასეთი რამეების მოსმენა.
2008 წელს ინგლისის თასზეც კი დავამარცხეთ არსენალი, რომელიც რვა მცველით თამაშობდა. ჩვენი გუნდი საუკეთესოა პრემიერ ლიგის ისტორიაში, ნუ შეადარებთ მას არსენალს. უოლკოტი, ალბათ, ნასვამი იყო, როდესაც მათ ადარებდა, ხოლო თუ არა – ის სახიფათოა საზოგადოებისთვის", – განაცხადა ევრამ ინტერვიუში.