• ArenamaxArenamax
  • სპორტის გურუ
  • ქვიზები
  • ვიდეო
  • არენა

არენამაქსი

ქვიზები

სპორტის გურუ

სიახლეები

ArenamaxArenamax

სპორტის გურუ

სიახლეები

ქვიზები

ვიდეო

არენა

წესები და პირობები

Cookies პოლიტიკა

კონფიდენციალურობის პოლიტიკა

ცხელი ხაზი: +995 32 2971012
  • facebook icon
  • tiktok icon
  • instagram icon
ცხელი ხაზი: +995 32 2971012[email protected]

Copyright © 2023 Adjarabet Arena. All Rights Reserved.

  • facebook icon
  • tiktok icon
  • instagram icon
პარიზული განხეთქილება: კვარაცხელიას ტრანსფერზე ნადირობა დაიწყო
ფეხბურთიფეხბურთი

პარიზული განხეთქილება: კვარაცხელიას ტრანსფერზე ნადირობა დაიწყო

08 მარ, 2026 · 0 წთ წასაკითხად

-

Aa

+

ფონტის ზომა

ნიუკასლთან გამართულ შეხვედრაში, სადაც მეტოქე მოედანზე 10 კაცით იყო დარჩენილი, მანჩესტერ იუნაიტედმა მეტოქის დაცვის გარღვევა მაინც ვერ შეძლო და 2:1 დამარცხდა.


ბრაიან მბეუმო და მათეუს კუნია მუდმივად ცენტრისკენ იწევდნენ. მაიკლ კერიკმა მხოლოდ ბოლო 15 წუთში გადაწყვიტა მოედანზე ამად დიალოს შემოყვანა, ის გუნდის ერთადერთი ნამდვილი ვინგერია, რომელსაც ნიუკასლის კომპაქტური დაცვის გაშლა შეეძლო. ამ დაგვიანებულმა სვლამ მასპინძლებს საქმე გაუადვილა. გარდა ამისა, მანჩესტერელთა განაპირა მცველებს აშკარად არ ჰყოფნით სისწრაფე მთელ ფლანგზე აქტიურობისთვის.


მანჩესტერ იუნაიტედის ინტერესი კვარაცხელიას მიმართ


ბოლო დროს გავრცელებული ინფორმაციით, მანჩესტერ იუნაიტედმა ზაფხულის სატრანსფერო სიაში ბორნმუთის შემტევი, მარკუს ტავერნიე დაამატა, თუმცა ახლა სრულიად სხვა მასშტაბის ვარსკვლავზე ალაპარაკდნენ.


Football Transfers-ის ექსკლუზიური ცნობით, მანჩესტერ იუნაიტედი პსჟ-ს გარემარბის, ხვიჩა კვარაცხელიას ტრანსფერზე მუშაობს


დაძაბულობა პარიზში


კვარაცხელია საფრანგეთის დედაქალაქში ნაპოლიდან 2025 წლის იანვარში, 70 მილიონ ევროდ გადავიდა. ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებული ქართველი პრემიერ ლიგის გრანდების ყურადღების ცენტრში მას შემდეგ მოექცა, რაც გავრცელდა ხმები გასახდელში არსებული უკმაყოფილების შესახებ.


როგორც ირკვევა, პარიზული გუნდის ზოგიერთი წევრი ხვიჩას თამაშით იმედგაცრუებულია. ფეხბურთელების ნაწილი მიიჩნევს, რომ 25 წლის ქართველი, რომელსაც ხშირად დიეგო მარადონას ადარებენ, ზედმეტად ინდივიდუალისტია და მოედანზე ხშირად არასწორ გადაწყვეტილებებს იღებს.


სტატისტიკა და სამომავლო გეგმები


გასულ სეზონში ხვიჩა ლუის ენრიკეს გუნდის ერთ-ერთი წამყვანი ფიგურა იყო და ესპანელ მწვრთნელს ჩემპიონთა ლიგის თასის მოპოვებაში დაეხმარა. თუმცა, მიმდინარე სეზონში მას სტაბილურობა აკლია, რის გამოც პარიზში მისი მომავალი ბურუსითაა მოცული.


პსჟ მზად არის განიხილოს წინადადებები, თუკი დაინტერესებული მხარე შესაბამის ფასს გადაიხდის. კვარაცხელიას გარშემო შექმნილ სიტუაციას მანჩესტერ იუნაიტედთან ერთად არსენალიც დიდი ინტერესით აკვირდება.

თამარ თაბუკაშვილი

თამარ თაბუკაშვილი

მანჩესტერი
ნაპოლი
ნიუკასლი
პსჟ
ხვიჩა კვარაცხელია

ლინკის დაკოპირება

ცხელი სიახლეები

ნიკი: "საუკეთესო რამ, რაც იუნაიტედმა გააკეთა, მისი გაყიდვაა"

•ფეხბურთი

ფეხბურთი

ნიკი: "საუკეთესო რამ, რაც იუნაიტედმა გააკეთა, მისი გაყიდვაა"
•ფეხბურთი

ფეხბურთი

ლუის ენრიკე პსჟ-ს რთულ კალენდარზე საუბრობს

•ფეხბურთი

ფეხბურთი

ლუის ენრიკე პსჟ-ს რთულ კალენდარზე საუბრობს
•ფეხბურთი

ფეხბურთი

რომელუ ლუკაკუ და ნაპოლი შერიგდნენ?: მოლაპარაკებები და დათმობები

•ფეხბურთი

ფეხბურთი

რომელუ ლუკაკუ და ნაპოლი შერიგდნენ?: მოლაპარაკებები და დათმობები
•ფეხბურთი

ფეხბურთი

გაუძლებდა თუ არა პსჟ პრემიერ ლიგის ჯოჯოხეთს?

•ფეხბურთი

ფეხბურთი

გაუძლებდა თუ არა პსჟ პრემიერ ლიგის ჯოჯოხეთს?
•ფეხბურთი

ფეხბურთი

News image

13 სთ წინ

ნიკი: "საუკეთესო რამ, რაც იუნაიტედმა გააკეთა, მისი გაყიდვაა"

News image

12 სთ წინ

ლუის ენრიკე პსჟ-ს რთულ კალენდარზე საუბრობს

News image

11 სთ წინ

რომელუ ლუკაკუ და ნაპოლი შერიგდნენ?: მოლაპარაკებები და დათმობები

News image

11 სთ წინ

გაუძლებდა თუ არა პსჟ პრემიერ ლიგის ჯოჯოხეთს?

კომენტარები

ლინკის დაკოპირება

G

Teona Chitavishvili

Bonusebi ar gaqvt axal regitrorebulze