ლიონელ მესისა და კრიშტიანუ რონალდუს ეპოქის წარსულში დარჩენის შემდეგ, ოქროს ბურთისთვის ბრძოლა ბოლო 20 წლის განმავლობაში ყველაზე კონკურენტული გახდა.
უსმან დემბელემ, რომელმაც 2025 წელს ტრავმებით გატანჯული კარიერის შემდეგ ყველასთვის მოულოდნელად გაიმარჯვა, წელსაც პრეტენდენტთა შორისაა.
დემბელემ ჯილდო ძირითადად მიუნხენის ბაიერნის დამარცხებისა და პსჟ-ს პირველი ევროპული თასის მოგებაში შეტანილი წვლილის გამო დაიმსახურა. ჩემპიონთა ლიგას წელსაც გადამწყვეტი მნიშვნელობა ექნება, თუმცა, რადგან ეს მსოფლიო ჩემპიონატის წელია, გამარჯვებულის ვინაობა შესაძლოა მხოლოდ ზაფხულში, ჩრდილოეთ ამერიკაში გაირკვეს. არ უნდა დავივიწყოთ აფრიკის ერთა თასიც, რაც იმას ნიშნავს, რომ ზოგიერთი მოთამაშე ორ დიდ ტურნირზე ერთდროულად იბრწყინებს.
ოქროს ბურთის 2026 წლის რეიტინგი
10. ხულიან ალვარესი (მადრიდის ატლეტიკო)
ჩემპიონთა ლიგის პლეი-ოფში ნაჩვენებმა შედეგებმა ალვარესი კვლავ პრეტენდენტთა შორის დააბრუნა. არგენტინელი ფორვარდი მსოფლიო ჩემპიონატზე თავისი გუნდის ლიდერი იქნება.
9. ხვიჩა კვარაცხელია (პსჟ)
ჩემპიონთა ლიგაზე შვიდ მატჩში გატანილი შვიდი გოლით კვარადონა ტურნირის ერთ-ერთი საუკეთესო მოთამაშეა, რაც მას ოქროს ბურთის ათეულში ადგილს უნარჩუნებს.
8. დეკლან რაისი (არსენალი)
რაისი არსენალის თამაშის გულია. მისი სტაბილურობა და ინგლისის ნაკრების კაპიტნის სტატუსი მას მსოფლიო დონის კანდიდატად აქცევს.
7. უსმან დემბელე (პსჟ)
ტრავმების შემდეგ ფორმაში დაბრუნებულმა დემბელემ ევროტურნირებზე მნიშვნელოვანი გოლებით კვლავ დაიმსახურა ყურადღება.
6. კილიან მბაპე (მადრიდის რეალი)
მიუხედავად მადრიდის რეალის რთული სეზონისა, მბაპე თავისი მაღალი შედეგიანობით რბოლაში რჩება.
5. ერლინგ ჰალანდი (მანჩესტერ სიტი)
48 გოლი და ნორვეგიის ნაკრების პირველი გასვლა მსოფლიო ჩემპიონატზე – ჰალანდი კვლავ ერთ-ერთი მთავარი ფავორიტია.
4. ლუის დიასი (მიუნხენის ბაიერნი)
დიასმა მიუნხენის ბაიერნში გადასვლის შემდეგ საოცარი სეზონი გაატარა.
3. ლამინ იამალი (ბარსელონა)
მიუხედავად ტრავმებისა, იამალი რჩება მსოფლიოს ერთ-ერთ ყველაზე ნიჭიერ ფეხბურთელად, რომელსაც ჯილდოს მოგება შეუძლია.
2. მაიკლ ოლისე (მიუნხენის ბაიერნი)
ოლისემ ბუნდესლიგასა და ჩემპიონთა ლიგაზე ფანტასტიკური სტაბილურობა აჩვენა, რაც მას სიაში მეორე ადგილზე აყენებს.
1. ჰარი კეინი (მიუნხენის ბაიერნი)
58 გატანილი გოლით კეინი ამ სეზონის უპირობო ლიდერია, რომელსაც ოქროს ბურთის მოსაგებად მხოლოდ ერთი ნაბიჯი აშორებს. თუმცა, უნდა ვნახოთ რა ეტაპამდე გავა ინგლისის ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატზე.