მსოფლიო ჩემპიონატამდე სულ ცოტა დრო რჩება და მალე ნაკრებებს მათი შემადგენლობების გამოცხადება მოუწევთ.
მიუხედავად იმისა, რომ მიმდინარე სეზონში ენდრიკს ბევრი სირთულე შეხვდა, მან შეძლო საკუთარ თავში ეჭვების დაძლევა. მას შემდეგ, რაც რეალ მადრიდში ჩაბი ალონსო მოვიდა, ენდრიკს სათამაშო დრო შეუმცირდა და ლიონში გადავიდა იჯარით, სადაც 18 მატჩში 7 გოლი და 7 საგოლე პასი მიითვალა.
კარლო ანჩელოტიმ ერთხელ თქვა, რომ ენდრიკი უფრო მომავლის ფეხბურთელია, ვიდრე აწმყოსი, რამაც მას მსოფლიო ჩემპიონატზე მოხვედრის იმედი თითქმის გადაუწურა. ხორვატიასთან მატჩის წინ მან ბევრი ილოცა და გადაწყვიტა, რომ ეს შანსი აუცილებლად უნდა გამოეყენებინა. ხორვატიასთან სულ რაღაც 15 წუთით გამოვიდა მოედანზე, მაგრამ ამ დროში მოასწრო პენალტის მოპოვება და საგოლე პასის გაკეთება, რითაც ბრაზილიას 3-1 მოაგებინა.
ენდრიკი ამბობს, რომ ადრე ძალიან განიცდიდა კრიტიკას და თამაშის მერე ეგრევე სოციალურ ქსელებში შედიოდა იმის სანახავად, თუ რას წერდნენ მასზე. ახლა კი ამ ყველაფერს ყურადღებას აღარ აქცევს, რაც მოედანზე უკეთ თამაშში ეხმარება.