2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატი საზოგადოებრივ მაუწყებელზე (პირველი არხი, პირველი არხი სპორტი) არ გავა.
ინფორმაცია საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოზე გამოცხადდა, მიზეზად კი ლიცენზიის მაღალი ფასი დასახელდა.
ჯერ-ჯერობით ოფიციალურად არ დასახელებულა, თუ რომელი არხი უზრუნველჰყოფს მსოფლიო ჩემპიონატის მატჩების ტრანსლაციების ჩვენებას.
შეგახსენებთ, რომ წლევანდელი მუნდიალი სტარტს 11 ივნისს აშშ-ში, კანადასა და მექსიკაში აიღებს და 19 ივლისამდე გაგრძელდება.