VIDEO: დეტროიტი სერიაში დარჩა - გოგას ორლანდოს მოედნის უპირატესობა აქვს
2 სთ წინ · 0 წთ წასაკითხად
-
Aa
+
ფონტის ზომა
გოგა ბითაძის ორლანდო მეჯიქი დეტროიტ პისტონსთან სერიის მე-5 მატჩში დამარცხდა და ანგარიში 3:2 გახდა.
ფენომენალური მატჩი ჰქონდა ორივე გუნდის ლიდერს - გამარჯვებულთა შორის, კეიდ კანინგემმა 45 ქულა, 4 მოხსნა, 5 ასისტი მიითვალა, ხოლო ფლორიდელთა მხარეს, პაოლო ბანკერომ 45 ქულა, 9 მოხსნა, 7 ასისტი ჩაიწერა აქტივში. ტობაიას ჰარისმაც მნიშვნელოვანი როლი შეასრულა - 23 ქულა, 8 მოხსნა, 1 ასისტი.
რაც შეეხება გოგას, პარკეტზე 13:36 წუთი გაატარა და მხოლოდ ერთხელ და წარუმატებლად ესროლა - 1 მოხსნა, 2 დაფარება და 2 დაკარგვა ჰქონდა.
მეჯიქი სერიაში 3:2-ს იგებს და კონფერენციის რეგულარულის საუკეთესო გუნდთან მოედნის უპირატესობა აქვს, რომლის გამოყენებისა და სერიის დასრულების შანსი 2 მაისის 00:00 საათზე ექნება.