VIDEO: მამუს 10 ქულა - ტორონტომ სერიის მე-5 მატჩი კლივლენდში წააგო
2 სთ წინ · 0 წთ წასაკითხად
-
Aa
+
ფონტის ზომა
სანდრო მამუკელაშვილის ტორონტო რეპტორსი კლივლენდ კავალიერსთან სერიაში 2:3 ჩამორჩა. კანადელებმა სერიის მე-5 მატჩი, კლივლენდში, 5-ქულიანი სხვაობით დათმეს - 120:125.
მასპინძლებს ულიდერეს ჯეიმს ჰარდენმა (23 ქულა, 9 მოხსნა, 5 ასისტი) და ევან მობლიმ (23 ქულა, 9 მოხსნა, 1 ასისტი), რომელთაც ორმაგ დუბლამდე თითო-თითო მოხსნა დააკლდათ. კარგი სტატისტიკა ჰქონდათ დონოვან მიტჩელსა (19 ქულა, 5 მოხსნა, 3 ასისტი) და დენის შრიოდერს (19 ქულა, 2 ასისტი).
დამარცხებულ ტორონტოელთა მხარეს კი ორმა კალათბურთელმა ორმაგი დუბლი შეასრულა - არ ჯეი ბერეტმა (25 ქულა, 12 მოხსნა, 5 ასისტი) და სკოტი ბერნსმა (17 ქულა, 8 მოხსნა, 11 ასისტი, ჯეიკობ პიოლტლს კი მათ შედეგამდე ცოტა დააკლდა - 14 ქულა, 9 მოხსნა, 3 ასისტი.
რაც შეეხება მამუკელაშვილს, პარკეტზე 15:26 წუთი გაატარა და გუნდს 10 ქულა, 3 მოხსნა, შესძინა, ასევე 1 დაფარებაც ჩაიწერა აქტივში.
საბოლოოდ, კლივლენდი სერიაში 3:2-ს იგებს და შემდეგ ეტაპზე გასვლამდე 1 გამარჯვება აშორებს. სერიის მე-6 თამაში ტორონტოშია - 2 მაისის 03:30 საათზე.