მადრიდის რეალისა და ბრაზილიის ნაკრების ახალგაზრდა ვარსკვლავმა, ენდრიკმა, რომელიც ამჟამად იჯარით ლიონში თამაშობს, საკუთარი პროფესიის შესახებ მოულოდნელი მოსაზრებები გააჟღერა.
The Guardian-ისთვის მიცემულ ინტერვიუში ფორვარდმა აღიარა, რომ მიუხედავად მისი სწრაფი წარმატებისა, საფეხბურთო ინდუსტრიაში ბევრ უარყოფით მხარეს ხედავს.
ენდრიკის თქმით, ფეხბურთი არ არის ყველაზე სასიამოვნო ადგილი და ის ამჯობინებდა, რომ მის შვილს მომავალში უფრო ტრადიციული და სტაბილური კარიერა ჰქონოდა. ბრაზილიელმა იმედი გამოთქვა, რომ მისი შვილი ექიმი, იურისტი ან სხვა სფეროს წარმომადგენელი გახდება.
ახალგაზრდა ნიჭიერმა ფეხბურთელმა ხაზი გაუსვა, რომ ის ფსიქოლოგიური წნეხი და სპეციფიკური გარემო, რაც ფეხბურთს ახლავს, აიძულებს შვილების მომავალს სიმშვიდისა და უსაფრთხოების პერსპექტივიდან შეხედოს.