ArenamaxArenamax

სპორტის გურუ

სიახლეები

ქვიზები

ვიდეო

არენა

წესები და პირობები

Cookies პოლიტიკა

კონფიდენციალურობის პოლიტიკა

ცხელი ხაზი: +995 32 2971012
  • facebook icon
  • youtube icon
  • instagram icon
ცხელი ხაზი: +995 32 2971012[email protected]

Copyright © 2023 Adjarabet Arena. All Rights Reserved.

  • facebook icon
  • youtube icon
  • instagram icon

  • ArenamaxArenamax
  • სპორტის გურუ
  • ქვიზები
  • ვიდეო
  • არენა

არენამაქსი

ქვიზები

სპორტის გურუ

სიახლეები

5 კაპიტანი წასვლის ზღვარზე - ვინ ტოვებს ინგლისურ გრანდებს?
ფეხბურთიფეხბურთი

5 კაპიტანი წასვლის ზღვარზე - ვინ ტოვებს ინგლისურ გრანდებს?

2 სთ წინ · 0 წთ წასაკითხად

-

Aa

+

ფონტის ზომა

პრემიერ ლიგის 5 კაპიტანი, რომლებმაც შესაძლოა ზაფხულში კლუბი დატოვონ.


კაპიტნები ნებისმიერი კლუბისთვის უმნიშვნელოვანესი ფიგურები არიან, თუმცა ამ ზაფხულს პრემიერ ლიგის რამდენიმე ვარსკვლავის მომავალი ბუნდოვანია. წარმოგიდგენთ ხუთ ლიდერს, რომელთა წასვლაც რეალურია:


მარტინ ოდეგორი - არსენალი


არსენალს სატრანსფერო ბიუჯეტის შესავსებად ფეხბურთელების გაყიდვა სჭირდება. ნორვეგიელი ნახევარმცველისთვის მიმდინარე სეზონი ტრავმების გამო იმედგაცრუება აღმოჩნდა. მან მხოლოდ 13 მატჩში დაიწყო თამაში ძირითადიდან. ებერეჩი ეზეს მოსვლის შემდეგ, ოდეგორის ადგილი გუნდის საუკეთესო თერთმეტეულში კითხვის ნიშნის ქვეშ დადგა, მისი მდგომარეობით კი ტოპ კლუბები უკვე ინტერესდებიან.


ბერნარდუ სილვა - მანჩესტერ სიტი


მიუხედავად იმისა, რომ პეპ გვარდიოლა სილვას შენარჩუნებისთვის ყოველთვის იბრძოდა, პორტუგალიელის ცხრაწლიანი ეპოქა მანჩესტერ სიტიში შესაძლოა დასრულდეს. მას კონტრაქტი სეზონის ბოლოს ეწურება და 31 წლის მოთამაშის ვარიანტებს შორის იუვენტუსი, ბენფიკა და საუდის არაბეთის კლუბები განიხილება.


ბრუნო ფერნანდეში - მანჩესტერ იუნაიტედი


ფერნანდეში კვლავ ელიტარულ დონეზეა და 14 საგოლე გადაცემით პრემიერ ლიგას ლიდერობს, თუმცა მანჩესტერ იუნაიტედი არჩევანის წინაშე დგას: გაახანგრძლივოს კონტრაქტი თუ გაყიდოს ის. ფეხბურთელს ხელშეკრულების ბოლო 12 თვე ეწყება და 32 წლის ასაკის გათვალისწინებით, კლუბი მისთვის გრძელვადიანი და ძვირადღირებული პირობების შეთავაზებას ერიდება.


კრისტიან რომერო - ტოტენჰემი


არგენტინელი მცველი ტოტენჰემის ხელმძღვანელობას ინვესტიციების ნაკლებობისა და არასაკმარისი სათადარიგო სკამის გამო საჯაროდ აკრიტიკებს. მისი უკმაყოფილება ზაფხულში წასვლაზე მიანიშნებს. თუ სპურსი პრემიერ ლიგიდან გავარდება, რომეროს გაყიდვა გარდაუვალი იქნება.


ჯეროდ ბოუენი - ვესტ ჰემი


ბოუენი გუნდის ერთ-ერთი ყველაზე ძვირადღირებული აქტივია (82 გოლი 269 მატჩში). ვესტ ჰემის მძიმე ფინანსური მდგომარეობა და 104 მილიონიანი ზარალი კლუბს აიძულებს, წამყვანი მოთამაშეები გაყიდოს. მისი წასვლა ნუნუ ესპირიტუ სანტუსთვის უმძიმესი დარტყმა იქნება.

გიორგი ლემონჯავა

გიორგი ლემონჯავა

მანჩესტერი
არსენალი
მან სიტი
ტოტენჰემი
ვესტ ჰემი

ლინკის დაკოპირება

ცხელი სიახლეები

,,ასეთი კომენტარები საჭირო არ არის" - ევრამ ყოფილი გუნდელები გააკრიტიკა

•ფეხბურთი

ფეხბურთი

,,ასეთი კომენტარები საჭირო არ არის" - ევრამ ყოფილი გუნდელები გააკრიტიკა
•ფეხბურთი

ფეხბურთი

არსენალი ჩემპიონობისკენ: როდის შეიძლება გაფორმდეს ტიტული ოფიციალურად?

•ფეხბურთი

ფეხბურთი

არსენალი ჩემპიონობისკენ: როდის შეიძლება გაფორმდეს ტიტული ოფიციალურად?
•ფეხბურთი

ფეხბურთი

სარეკორდო თანხა ახალი ლიდერისთვის? ლივერპული ბრძოლას იწყებს

•ფეხბურთი

ფეხბურთი

სარეკორდო თანხა ახალი ლიდერისთვის? ლივერპული ბრძოლას იწყებს
•ფეხბურთი

ფეხბურთი

დაბრუნება ერთი წლის შემდეგ - ვინ არის ფეხბურთელი, რომლის გამოც გვარდიოლა ბედნიერია?

•ფეხბურთი

ფეხბურთი

დაბრუნება ერთი წლის შემდეგ - ვინ არის ფეხბურთელი, რომლის გამოც გვარდიოლა ბედნიერია?
•ფეხბურთი

ფეხბურთი

News image

22 სთ წინ

,,ასეთი კომენტარები საჭირო არ არის" - ევრამ ყოფილი გუნდელები გააკრიტიკა

News image

06 მარ, 2026

არსენალი ჩემპიონობისკენ: როდის შეიძლება გაფორმდეს ტიტული ოფიციალურად?

News image

06 მარ, 2026

სარეკორდო თანხა ახალი ლიდერისთვის? ლივერპული ბრძოლას იწყებს

News image

20 წთ წინ

დაბრუნება ერთი წლის შემდეგ - ვინ არის ფეხბურთელი, რომლის გამოც გვარდიოლა ბედნიერია?

კომენტარები

ლინკის დაკოპირება