პრემიერ ლიგამ გამოაქვეყნა, რომ აპრილის თვის საუკეთესო მწვრთნელის ჯილდოს მოპოვების შანსი შვიდ ადამიანს აქვს.
ნუნუ ეშპირიტუ სანტუ, დანიელ ფარკე, პეპ გვარდიოლა, ფაბიან ჰიურცელერი, ანდონი ირაოლა, ვიტორ პერეირა და არნე სლოტი - ეს მწვრთნელები იბრძვან ჯილდოს ხელში ჩასაგდებად.
პრემიერ ლიგის აპრილის თვის საუკეთესო ფეხბურთელის ჯილდოსთვის კი რვა მოთამაშეა ნომინირებული. ყველაზე ხშირად მანჩესტერ სიტისა და ვესტ ჰემის ფეხბურთელები არიან წარმოდგენილნი, თითოეული ორი ფეხბურთელით - ნიკო ო’რაილი და რაიან შერკი სიტიდან, ხოლო ჯაროდ ბოუენი და კონსტანტინოს მაავროპანოსი ვესტ ჰემიდან.
სხვა კანდიდატებს შორის არიან ნოტინგემ ფორესტის კაპიტანი მორგან გიბს-უაიტი, ნოა ოკაფორი (ლიდსი), პასკალ გროსი (ბრაიტონი) და ალექს სკოტი (ბორნმუთი).
ხმის მიცემა ორშაბათამდეა ღია, ხოლო გამარჯვებული მომავალი კვირის ბოლოს გამოცხადდება.