მანჩესტერ იუნაიტედი ალეხანდრო ბალდეს ტრანსფერზე მუშაობს. კლუბი ცდილობს ფეხბურთელის ყიდვა ლივერპულს დაასწროს.
22 წლის ესპანელი მცველი ბარსელონას აკადემიის აღზრდილია და გუნდთან ერთად არაერთი ტიტული აქვს მოგებული. მიუხედავად იმისა, რომ ჩავი მას სენსაციურ ფეხბურთელად მიიჩნევდა, ჰანსი ფლიკის გუნდში მას დიდი კონკურენცია აქვს და კლუბი მისი გაყიდვის ვარიანტს განიხილავს.
ბარსელონას ფინანსური მდგომარეობის გამო სოლიდური შემოსავალი სჭირდება, ამიტომ ბალდეს 50 მილიონზე მეტად გასხვისება მათთვის მნიშვნელოვანი დანამატი იქნება. მანჩესტერ იუნაიტედი სიტუაციას აკვირდება და ფეხბურთელისგან მწვანე შუქს ელოდება.
თავად ბალდეს კამპ ნოუზე დარჩენა სურს, თუმცა თუ კლუბი პრიორიტეტს სხვა მცველებს მიანიჭებს, მას წასვლაზე ფიქრი მოუწევს.
იუნაიტედს ამ მოლაპარაკებებში შესაძლოა მარკუს რაშფორდის ფაქტორი დაეხმაროს, რომელიც ამჟამად იჯარით ბარსელონაშია და კატალონიელებს მისი დატოვება სურთ. გარდა ბალდესი, ბარსელონა ზაფხულში კუნდესა და კასადოს გაყიდვისთვისაც მზადაა.