• ArenamaxArenamax
  • სპორტის გურუ
  • ქვიზები
  • ვიდეო
  • არენა

არენამაქსი

ქვიზები

სპორტის გურუ

სიახლეები

ArenamaxArenamax

სპორტის გურუ

სიახლეები

ქვიზები

ვიდეო

არენა

წესები და პირობები

Cookies პოლიტიკა

კონფიდენციალურობის პოლიტიკა

ცხელი ხაზი: +995 32 2971012
  • facebook icon
  • youtube icon
  • instagram icon
ცხელი ხაზი: +995 32 2971012[email protected]

Copyright © 2023 Adjarabet Arena. All Rights Reserved.

  • facebook icon
  • youtube icon
  • instagram icon
არსენალი თუ მანჩესტერ სიტი: ვინ გაუძლებს წნეხს სეზონის ბოლოს?
ფეხბურთიფეხბურთი

არსენალი თუ მანჩესტერ სიტი: ვინ გაუძლებს წნეხს სეზონის ბოლოს?

3 სთ წინ · 0 წთ წასაკითხად

-

Aa

+

ფონტის ზომა

პრემიერ ლიგის მიმდინარე სეზონში საჩემპიონო რბოლა პიკს აღწევს, რადგან არსენალი, რომელსაც ტიტული 22 წელია არ მოუგია, ცხრა ტურით ადრე მანჩესტერ სიტის 5 ქულით უსწრებს.


თუმცა, სიტის ერთი მატჩით ნაკლები აქვს ჩატარებული და აპრილში ლონდონელებს საკუთარ მოედანზე უმასპინძლებს, რაც იმას ნიშნავს, რომ ორივე გუნდი საკუთარ ბედს თავად აკონტროლებს.


სტატისტიკა აჩვენებს, რომ ბოლო 30 სეზონიდან 11 შემთხვევაში გუნდმა, რომელიც 28-ე ტურის შემდეგ ლიდერობდა, ტიტული ვერ მოიგო. თავად არსენალმა 2023 და 2024 წლებში სწორედ ასეთი ლიდერობის შემდეგ დათმო ჩემპიონობა. ამ ფონზე ისმის კითხვა, თუ რა ჯობია ფსიქოლოგიურად: ლიდერობა თუ მდევრის როლში ყოფნა?

პრემიერ ლიგის რეკორდსმენ ალან შირერის აზრით, ყოველთვის სჯობს იყო ის, ვისაც მისდევენ, რადგან როცა სათავეში ხარ, ყველაფერი შენს ხელშია. თუმცა, მანვე აღნიშნა, რომ ბლექბერნში თამაშისას გამოუცდელობა ხელს უშლიდათ, რადგან მათ წინააღმდეგ ტიტულების მოგებას ჩვეული მანჩესტერ იუნაიტედი იბრძოდა.


სტეფ ჰოტონი, რომელმაც ქალთა პრემიერ ლიგა სამჯერ მოიგო, ასევე ლიდერის პოზიციას ანიჭებს უპირატესობას. მისი თქმით, მიუხედავად იმისა, რომ წნეხი ორივე შემთხვევაში დიდია, ლიდერობისას ქულები უკვე მოპოვებული გაქვს და თითოეულ მატჩს უფრო მშვიდად უდგები.


ამჟამად არსენალი მდევრის როლში ყოფნას გადაურჩა, თუმცა მანჩესტერ სიტის გამოცდილება და აპრილის გადამწყვეტი შეხვედრა სეზონის ფინალს კიდევ უფრო დრამატულს ხდის.

გიორგი ლემონჯავა

გიორგი ლემონჯავა

პრემიერ ლიგა
მან სიტი
არსენალი

ლინკის დაკოპირება

ცხელი სიახლეები

გულიტი: „დღევანდელი ფეხბურთელები უბრალოდ ბრძანებებს ასრულებენ, თამაშიდან გართობა გაქრა"

•ფეხბურთი

ფეხბურთი

გულიტი: „დღევანდელი ფეხბურთელები უბრალოდ ბრძანებებს ასრულებენ, თამაშიდან გართობა გაქრა"
•ფეხბურთი

ფეხბურთი

ჯეკ ფლეტჩერი ჰომოფობიისთვის დაისაჯა — იუნაიტედის ფეხბურთელი ბოდიშს იხდის

•ფეხბურთი

ფეხბურთი

ჯეკ ფლეტჩერი ჰომოფობიისთვის დაისაჯა — იუნაიტედის ფეხბურთელი ბოდიშს იხდის
•ფეხბურთი

ფეხბურთი

სქოულზი: „წელს პრემიერ ლიგის ტიტულს არცერთი გუნდი არ იმსახურებს"

•ფეხბურთი

ფეხბურთი

სქოულზი: „წელს პრემიერ ლიგის ტიტულს არცერთი გუნდი არ იმსახურებს"
•ფეხბურთი

ფეხბურთი

დისციპლინა და დაცვა — როზენიორის მკაცრი ზომები ასტონ ვილასთან მატჩის წინ

•ფეხბურთი

ფეხბურთი

დისციპლინა და დაცვა — როზენიორის მკაცრი ზომები ასტონ ვილასთან მატჩის წინ
•ფეხბურთი

ფეხბურთი

News image

3 სთ წინ

გულიტი: „დღევანდელი ფეხბურთელები უბრალოდ ბრძანებებს ასრულებენ, თამაშიდან გართობა გაქრა"

News image

24 წთ წინ

ჯეკ ფლეტჩერი ჰომოფობიისთვის დაისაჯა — იუნაიტედის ფეხბურთელი ბოდიშს იხდის

News image

2 სთ წინ

სქოულზი: „წელს პრემიერ ლიგის ტიტულს არცერთი გუნდი არ იმსახურებს"

News image

2 სთ წინ

დისციპლინა და დაცვა — როზენიორის მკაცრი ზომები ასტონ ვილასთან მატჩის წინ

კომენტარები

ლინკის დაკოპირება