ჩელსის ლეგენდარულმა ფეხბურთელმა, რუდ გულიტმა, პრემიერ ლიგის 28-ე ტურში გამართული ლონდონური დერბის (არსენალი 2:1 ჩელსი) შემდეგ თანამედროვე ფეხბურთი გააკრიტიკა.
ნიდერლანდელი სპეციალისტის თქმით, დღევანდელ თამაშს ინდივიდუალიზმი და გართობის ელემენტი აკლია.
გულიტი: „გადავწყვიტე, რომ ფეხბურთის ყურება შევწყვიტო"
„დღეს ყველა ფეხბურთელი კარგ ფორმაშია, დარბიან და თავს იცავენ. თუმცა, ჩვენ კატასტროფულად გვაკლია მოთამაშეები, რომლებსაც მეტოქის მოტყუება შეუძლიათ.
მე მენატრება გართობა ფეხბურთში და სამწუხაროა, რომ ის აღარ არსებობს. ხშირად ვუყურებ მატჩებს იმიტომ, რომ ვალდებული ვარ, მაგრამ ეს პროცესი ისე აღარ მსიამოვნებს, როგორც ადრე.
მექმნება შთაბეჭდილება, რომ ფეხბურთელები უბრალოდ ბრძანებებს ასრულებენ, რაც მაშფოთებს. ისინი ზურგს აქცევენ ბურთს და ამავდროულად ზედმეტად ბევრ პასს აკეთებენ“, — განაცხადა გულიტმა.