არსენალი ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის განმავლობაში სამი ფეხბურთელის დამატებას გეგმავს.
ამის შესახებ ჟურნალისტი ფაბრიციო რომანო იტყობინება.
ლონდონური კლუბი ტოპ-ვინგერის, ნახევარმცველისა და მარჯვენა მცველის შეძენას აპირებს. მეთოფეებმა შესაძლოა სამზე მეტი მოთამაშეც გაიფორმონ, თუმცა ეს, მათ შორის, გუნდიდან ფეხბურთელების წასვლაზეც იქნება დამოკიდებული.
მიკელ არტეტას გუნდი გასულ სეზონში პრემიერ ლიგის ჩემპიონი გახდა, ჩემპიონთა ლიგაზე კი ფინალში პსჟ-სთან დამარცხდა.