სერია A-ს კლუბი რომა ბოლო რამდენიმე დღეა სკანდალების ეპიცენტრში მოექცა. ამის მიზეზი ჯან პიერო გასპერინისა და კლაუდიო რანიერის შორის დაწყებული ცივი ომია.
მწვრთნელმა ხელმძღვანელობის სატრანსფერო გადაწყვეტილებები ეჭვქვეშ დააყენა. რანიერიმ მკაფიოდ აღნიშნა, რომ ყველა ტრანსფერი გასპერინისთან იყო შეთანხმებული და მწვრთნელი თავადვე გამოთქვამდა მოსაზრებებს იმ მოთამაშეებზეც, რომლებიც გუნდმა არ შეიძინა.
დღეს გასპერინი რომას მორიგი მატჩის წინ გამართულ პრესკონფერენციას დაესწრო. Corriere dello Sport-ის ცნობით, შეხვედრის ბოლოს მწვრთნელმა ემოციები ვერ შეიკავა და ატირდა. მან გაიხსენა, თუ რამდენად დაძაბული იყო გასული კვირა და აღნიშნა, რომ ის არასდროს ყოფილა ცუდი პიროვნება.
მან თქვა: „თუ თითქმის რვა წელი გავატარე ჯენოაში და ცხრა ბერგამოში, ესე იგი, არც ისე ცუდი ადამიანი ვარ“.
ატალანტაში არსებული ატმოსფეროს აღწერისას მან დასძინა:
ატალანტა მხოლოდ ახალგაზრდა მოთამაშეებისგან არ შედგებოდა. ეს იყო გამოცდილი ფეხბურთელების ჯგუფი, რომელიც შემდეგ გაფართოვდა და შეიცვალა. ეს იყო არაჩვეულებრივი პროცესი და არა მხოლოდ ჩემი, არამედ კლუბის დამსახურებაც. გარკვეულ ეტაპზე კლუბს მწვრთნელთან ჰარმონიული მუშაობის უნარი ჰქონდა. თუმცა, მოგვიანებით ეს ჰარმონია დაირღვა - ნაწილობრივ იმიტომ, რომ კლუბი შეიცვალა, ნაწილობრივ კი იმიტომ, რომ მამაჩემი, რომელიც ჩემთვის ყველაზე ახლობელი ადამიანი იყო, აღარ არის.
გასპერინი პრესკონფერენციიდან ატირებული გავიდა. ის აშკარად დათრგუნული ჩანდა კლუბსა და მის გარშემო არსებული რთული კვირის შემდეგ. მსგავსი ემოციური სცენა სერია A-ს ისტორიას არ ახსოვს.