ჩელსისა და არსენალის ლეგენდამ, ეშლი კოულმა, სამწვრთნელო კარიერა იტალიის სერია B-ს კლუბ ჩეზენაში დაიწყო. კოულმა აღიარა, რომ ინგლისში მუშაობის დაწყების მცდელობისას გული დასწყდა, რომ ადგილობრივი კლუბები მუდმივად გამოცდილების ნაკლებობას უსვამდნენ ხაზს.
მისი თქმით, ეს ალოგიკური მიდგომაა. კლუბები ითხოვენ გამოცდილებას, მაგრამ არ აძლევენ მწვრთნელს შანსს, რომ ეს გამოცდილება მიიღოს. კოული, რომელიც 7 წელი ასისტენტად მუშაობდა, ამაყობს, რომ იტალიურმა მხარემ მას ნდობა გამოუცხადა:
არ ვფიქრობ, რომ იტალიაში ბევრი ფერადკანიანი ინგლისელი მწვრთნელი მუშაობდეს, ამიტომ, დიახ, ეს მათი მხრიდან დიდი ნდობის გამოცხადებაა და მე ძალიან ვამაყობ, რომ აქ ვარ. ეს შესანიშნავი ადგილია დასაწყებად. მოხარული ვარ, რომ დავბრუნდი. ჩვენ ვაპირებთ რაღაც განსხვავებული და განსაკუთრებული გავაკეთოთ ერთად.
კოული გეგმავს, რომ ჩეზენაში მაღალი ინტენსივობის სათამაშო სტილი დანერგოს და საკუთარი სამწვრთნელო შესაძლებლობები დაამტკიცოს.