პრემიერ ლიგის თასზე ბორნმუთის 21-წლამდელთა გუნდმა ლესტერ სიტის 21-წლამდელთა გუნდს 5:3 მოუგო, შეხვედრაში კი თავი 19 წლის გიორგი ჩუბინიძემ გამოიჩინა.
მარჯვენა გარემარბად მოთამაშე ჩუბინიძემ შეხვედრა შეუცვლელად ჩაატარა. მე-9 წუთზე გუნდის შეტევა წამოიწყო და პრეასისტი ჩაიწერა, როდესაც ბორნმუთმა ანგარიში გახსნა, ხოლო მე-16 წუთზე მეტოქის მცველს ბურთი აართვა და თანაგუნდელ ნდიმუკუმს საგოლე გადაცემა გაუკეთა.
B ჯგუფში ბორნმუთი 5 მატჩში მოპოვებული 12 ქულით ლიდერობს და 7 დეკემბერს სტუმრად პლიმუთს შეხვდება, სადაც პირველი ადგილისთვის ფრეც ჰყოფნის. 1/8-ფინალში ჯგუფის გამარჯვებული გადის, მეორეადგილოსანს კი შანსი რჩება.
პრემიერ ლიგის თასზე ჩუბინიძის ანგარიშზე 1 გოლი და 4 საგოლე გადაცემაა, რაც ტურნირის საუკეთესო მაჩვენებელია ბრისტოლის ო'ნილთან ერთად.
პრემიერ ლიგა 2-ში ბორნმუთს 10 ქულა აქვს და 30 ნოემბერს რედინგს უმასპინძლებს. ამ ტურნირში ჩუბინიძემ 2 გოლი და 2 საგოლე გადაცემა მიითვალა.