არსენალის მთავარმა მწვრთნელმა, მიკელ არტეტამ ნიუკასლთან მატჩში (2:2) დაშავებული მეკარის, დავიდ რაიას მდგომარეობაზე ისაუბრა.
ესპანელმა გოლკიპერმა მარცხენა მხრის ტრავმა მე-70 წუთზე, უილიამ ოსულასთან შეჯახებისას მიიღო და მოედანი ძლიერი ტკივილით დატოვა.
ჩემპიონთა ლიგაზე დორტმუნდის ბორუსიასთან მატჩის წინ, არტეტამ დაადასტურა, რომ რაია სამშაბათის შეხვედრას გამოტოვებს, თუმცა ლონდონელი გულშემატკივრები დაამშვიდა - მეკარეს ოპერაცია არ დასჭირდება.
რაია ხვალისთვის მზად არ არის, მაგრამ ტრავმა ზედმეტად სერიოზული არ ჩანს. გაცილებით უარესს ველოდით, რადგან ძლიერი ტკივილი ჰქონდა, თუმცა პირველმა სკანირებამ დამაიმედებელი შედეგი აჩვენა
დორტმუნდთან მატჩში არსენალის კარს, სავარაუდოდ, კეპა არისაბალაგა დაიცავს. რაც შეეხება კვირას, პრემიერლიგაში მანჩესტერ სიტისთან უმნიშვნელოვანეს დაპირისპირებას, რაიას თამაში ჯერჯერობით კითხვის ნიშნის ქვეშაა და ყველაფერი დამატებითი სამედიცინო კვლევების შემდეგ გაირკვევა.