იბერია 1999

  • ArenamaxArenamax
  • სპორტის გურუ
  • ქვიზები
ფეხბურთი

ფეხბურთი

ქვიზები

იბერია 1999

სიახლეები

ArenamaxArenamax

სპორტის გურუ

სიახლეები

ქვიზები

ვიდეო

წესები და პირობები

Cookies პოლიტიკა

კონფიდენციალურობის პოლიტიკა

ცხელი ხაზი: +995 32 2971012
  • facebook icon
  • tiktok icon
  • instagram icon
  • telegram icon
ცხელი ხაზი: +995 32 2971012[email protected]

Copyright © 2023 Adjarabet Arena. All Rights Reserved.

  • facebook icon
  • tiktok icon
  • instagram icon
  • telegram icon
ჩემპიონთა ლიგა ბრუნდება - V ტურის მატჩების პრევიუ და სავარაუდო შემადგენლობები
ფეხბურთიფეხბურთი

ჩემპიონთა ლიგა ბრუნდება - V ტურის მატჩების პრევიუ და სავარაუდო შემადგენლობები

26 წთ წინ · 0 წთ წასაკითხად

-

Aa

+

ფონტის ზომა

24 ნოემბერს ჩემპიონთა ლიგის ძირითადი ეტაპის მეხუთე ტური ცხრა შეხვედრით იწყება.


დღის გამორჩეული დაპირისპირებებია არსენალი - დორტმუნდი, მანჩესტერ სიტი - ნაპოლი და რეალი - პსვ.


ქვემოთ მოცემული დროები საქართველოს დროითაა, ხოლო შემადგენლობები UEFA-ს პროგნოზია და არა ოფიციალური სასტარტო თერთმეტეულები.


ბოდო/გლიმტი - ლასკი | 21:45


ბოდო/გლიმტმა გასულ ტურში ლილთან უგოლო ფრე ითამაშა და ოთხი მატჩის შემდეგ 4 ქულით 25-ე ადგილზეა. ლასკმა კი სლოვანი 4:0 გაანადგურა და ჩემპიონთა ლიგაზე ზედიზედ მეორე გამარჯვება მოიპოვა.


სავარაუდო შემადგენლობები


ბოდო/გლიმტი: ჰაიკინი - სიოვოლდი, ბიორტუფტი, გუნდერსენი, ბიორკანი - აუკლენდი, ბერგი, ბრუნსტად ფეტი - ბლომბერგი, ჰელმერსენი, ჰაუგე.

ლასკი: იუნგვირტი - მბუიამბა, ვერჰაგე, ალემაო - იორგენსენი, ლიუბიჩიჩი, ბოგარდე, ჰორვარტი, დიბანგო - უსორი, კალაიჯიჩი.


გალათასარაი - ასტონ ვილა | 21:45


გალათასარაიმ წინა ტურში შტუტგარტი 2:0 დაამარცხა, მანამდე კი ლილთან სტუმრად 4:2 გაიმარჯვა. ასტონ ვილამ პირველი სამი შეხვედრა მოიგო, თუმცა მეოთხე ტურში ბარსელონასთან 0:3 დამარცხდა და 9 ქულით მეექვსე ადგილზეა.


სავარაუდო შემადგენლობები


გალათასარაი: უგურჯან ჩაქირი - სინგო, სანჩესი, აბდულქერიმ ბარდაქჩი, ერენ ელმალი - ტორეირა, გაბრიელ სარა - სანე, ბატრაკოვი, იუნუს აქგიუნი - ბარიშ ალფერ ილმაზი.


ასტონ ვილა: სუზუკი - ვან-ბისაკა, ლინდელოფი, პაუ ტორესი, მაატსენი - კამარა, ჟოაო გომესი - მაკგინი, ბუენდია, მანზამბი - ჯექსონი.


არსენალი - დორტმუნდი | 00:00


არსენალი ოთხი ტურის შემდეგ დაუმარცხებელია და 10 ქულით მესამე ადგილს იკავებს. ლონდონელებმა გასულ ტურში სლავია პრაღა 2:1 დაამარცხეს, დორტმუნდმა კი ბეტისს იმავე ანგარიშით სძლია.


სავარაუდო შემადგენლობები


არსენალი: კეპა - უაიტი, კონსა, გაბრიელი, კალაფიორი - რაისი, ლუის-სკელი, ოდეგორი - მადუეკე, ჰავერცი, ცოლისი.


დორტმუნდი: კობელი - გადუ, ანტონი, შლოტერბეკი - რიერსონი, ვეერმანი, სვენსონი, ნმეჩა - ბელინგემი, ფაბიო სილვა - ბაიერი.


კომო - აეკი | 00:00


კომო ჩემპიონთა ლიგის მიმდინარე სეზონის ერთ-ერთი აღმოჩენაა - იტალიურმა კლუბმა ოთხ მატჩში 9 ქულა მოიპოვა და მეოთხე ადგილზეა. გასულ ტურში კომომ ლანსი 9:1 გაანადგურა, ხოლო აეკი საკუთარ მოედანზე რეალთან 2:3 დამარცხდა.


სავარაუდო შემადგენლობები


კომო: ბუტესი - იან კოუტო, რამონი, ჩალობა, ვალე - მილა, პერონე - და კუნია, ნიკო პასი, ბატურინა - დუვიკასი.


აეკი: სტრაკოშა - როტა, მუკუდი, რელვასი, პილიოსი - მაიერი, კაირინენი, მარინი, მანტალოსი - იოვიჩი, ვარგა.


ფეიენოორდი - პორტუ | 00:00


ორივე გუნდი მეხუთე ტურს რთულ მდგომარეობაში ხვდება. ფეიენოორდი გასულ ტურში ინტერთან 0:3 დამარცხდა და 3 ქულით 32-ე ადგილზეა, პორტუმ კი ნაპოლი 4:1 გაანადგურა და მიმდინარე გათამაშებაში პირველი გამარჯვება მოიპოვა.


სავარაუდო შემადგენლობები


ფეიენოორდი: ერნსტი - რიდი, ვატანაბე, კრაიველდი, მარმოლი - ზეხიელი, ვანჰაუტე, ტარღალინი - ჰაჯ მუსა, ფერი, ვალენტე.


პორტუ: დიოგუ კოშტა - ალბერტო კოშტა, ბედნარეკი, კივიორი, მარტიმ ფერნანდეში - ფროჰოლდტი, პაბლო როსარიო, გაბრიელ ვეიგა - პეპე, ანდრე სილვა, ბორხა საინსი.


მანჩესტერ სიტი - ნაპოლი | 00:00


მანჩესტერ სიტიმ გასულ ტურში ლაიფციგი სტუმრად 3:2 დაამარცხა და 9 ქულით მეშვიდე ადგილზეა. ნაპოლი კი ოთხი შეხვედრიდან სამში დამარცხდა, ბოლოს პორტუსთან 1:4 წააგო და მხოლოდ 3 ქულით 27-ე პოზიციაზე იმყოფება.


სავარაუდო შემადგენლობები


მანჩესტერ სიტი: დონარუმა - ხუსანოვი, რუბენ დიაში, გეჰი, გვარდიოლი - ანდერსონი, ფერნანდესი - ნდიაიე, ფოდენი, შერკი - ჰალანდი.


ნაპოლი: მილინკოვიჩ-სავიჩი - პოლიტანო, რაჰმანი, ბეუკემა, სპინაცოლა - ანგისა, გილმორი, მაკტომინეი - დე ბრუინი - ჰოილუნდი, ლანგი.


ლაიფციგი - ლანსი | 00:00


ლაიფციგმა ჩემპიონთა ლიგის ოთხ მატჩში მხოლოდ 3 ქულა მოიპოვა და გასულ ტურში მანჩესტერ სიტისთან 2:3 დამარცხდა. კიდევ უფრო რთულ მდგომარეობაშია ლანსი, რომელმაც კომოსთან 1:9 წააგო და 3 ქულით 33-ე ადგილზეა.


სავარაუდო შემადგენლობები


ლაიფციგი: ვანდევოორდტი - ბაკუ, ორბანი, ლუკება, რაუმი - ელ აინაუი, ბაუმგარტნერი, ბანზუზი - გრუდა, კარდოსო, ნუსა.


ლანსი: რისერი - აგილარი, ტოდიბო, ბაიდუ - აბდულჰამიდი, მესლუბი, აიდარა, უდოლი - ტოვენი, აზარი - სიმა.


რეალი - პსვ | 00:00


რეალი ჩემპიონთა ლიგის მიმდინარე სეზონში უდანაკარგოდ ასპარეზობს - ოთხივე მატჩი მოიგო და 12 ქულით მეორე ადგილზეა.


მადრიდელებმა წინა ტურში აეკი 3:2 დაამარცხეს, პსვ კი ბრიუგესთან 1:2 დამარცხდა და 4 ქულით 24-ე პოზიციაზეა.


სავარაუდო შემადგენლობები


რეალი: კურტუა - ვალვერდე, კონატე, ჰაუსენი, კუკურელია - ბერნარდუ სილვა, ჩუამენი - ვინისიუსი, ბელინგემი, არდა გიულერი - მბაპე.


პსვ: კოვარჟი - დესტი, გერტრუიდა, ობისპო, კოსტიჩი - ვანერი, სანო - პერიშიჩი, მაინანსი, ვან ბომელი - ტილი.


სლოვანი - ბეტისი | 00:00


სლოვანი ჩემპიონთა ლიგის მიმდინარე სეზონის ერთადერთი გუნდია, რომელსაც ოთხი ტურის შემდეგ ქულა არ მოუპოვებია. სლოვაკები ბოლო ადგილზე არიან და წინა ტურში ლასკთან 0:4 დამარცხდნენ, ბეტისმა კი დორტმუნდთან 1:2 წააგო.


სავარაუდო შემადგენლობები


სლოვანი: ტაკაჩი - ბლეკმენი, ბაირიჩი, მარკოვიჩი, სანდრო კრუსი - მარტინესი, პოკორნი, იბრაჰიმი - ბარსეღიანი, შპორარი, მარჩელი.


ბეტისი: ალვარო ვალიესი - ანხელ ორტისი, დიეგო ლორენტე, ნატანი, ვალენტინ გომესი - დეოსა, ბერნალი - ანტონი, ისკო, აბდე ეზალზული - პაროტი.

ნიკა შაქარაშვილი

ნიკა შაქარაშვილი

ჩემპიონთა ლიგა

ლინკის დაკოპირება

ცხელი სიახლეები

ვინისიუსის აღიარება: "მეც ადამიანი ვარ, შეცდომებს ვუშვებ და ცხოვრებით ტკბობა მჭირდება"

•ფეხბურთი

ფეხბურთი

ვინისიუსის აღიარება: "მეც ადამიანი ვარ, შეცდომებს ვუშვებ და ცხოვრებით ტკბობა მჭირდება"
•ფეხბურთი

ფეხბურთი

"ნელ-ნელა უკვე ვვარჯიშობ..." - კვარაცხელია ტრავმაზე

•ფეხბურთი

ფეხბურთი

"ნელ-ნელა უკვე ვვარჯიშობ..." - კვარაცხელია ტრავმაზე
•ფეხბურთი

ფეხბურთი

იამალის ტრავმა და ფლიკის 4 სცენარი: ვინ ითამაშებს ჩემპიონთა ლიგაზე

•ფეხბურთი

ფეხბურთი

იამალის ტრავმა და ფლიკის 4 სცენარი: ვინ ითამაშებს ჩემპიონთა ლიგაზე
•ფეხბურთი

ფეხბურთი

დასჭირდება თუ არა რაიას ოპერაცია? არტეტამ არსენალის ფანებს სიახლე ამცნო

•ფეხბურთი

ფეხბურთი

დასჭირდება თუ არა რაიას ოპერაცია? არტეტამ არსენალის ფანებს სიახლე ამცნო
•ფეხბურთი

ფეხბურთი

News image

16 ნოე, 2026

ვინისიუსის აღიარება: "მეც ადამიანი ვარ, შეცდომებს ვუშვებ და ცხოვრებით ტკბობა მჭირდება"

News image

18 ნოე, 2026

"ნელ-ნელა უკვე ვვარჯიშობ..." - კვარაცხელია ტრავმაზე

News image

6 სთ წინ

იამალის ტრავმა და ფლიკის 4 სცენარი: ვინ ითამაშებს ჩემპიონთა ლიგაზე

News image

22 ნოე, 2026

დასჭირდება თუ არა რაიას ოპერაცია? არტეტამ არსენალის ფანებს სიახლე ამცნო

კომენტარები

ლინკის დაკოპირება