ბარსელონამ ოფიციალურად დაადასტურა, რომ მარჯვენა კოჭის ტრავმის გამო ლამინ იამალი ჩემპიონთა ლიგის მეხუთე ტურში, ბაქოს საბაჰის წინააღმდეგ ვერ ითამაშებს. ახალგაზრდა ტალანტმა დაზიანება ვილიარეალთან შეხვედრაში მიიღო.
ტრავმა სერიოზულ ხასიათს არ ატარებს, თუმცა ჰანსი ფლიკმა რისკზე წასვლა არ ისურვა. ის გუნდს კვირას, ალავესის წინააღმდეგ დაუბრუნდება.
ეს კატალონიელებისთვის უდიდესი დანაკლისია, რადგან იამალს მიმდინარე სეზონში ყველაზე მეტი - 1 445 წუთი აქვს ნათამაშები და 13 გოლთან ერთად 13 საგოლე გადაცემაც დააგროვა.
მედიის ცნობით, გერმანელ სპეციალისტს დანაკლისის ასანაზღაურებლად 4 სცენარი აქვს:
პირველი ალტერნატივა მარჯვენა ფლანგზე კარიმ ადეიემის გამწესებაა.
მეორე ვარიანტით მარჯვნივ რაფინია გადაინაცვლებს, ხოლო ცრუ ცხრიანად დანი ოლმოს ვიხილავთ.
მესამე გზა კვლავ რაფინიას ფლანგზე დაყენება და გამოკვეთილ ცენტრფორვარდად გაბრიელ ჟეზუსის გამოყენებაა.
მეოთხე ვარიანტი კი მარჯვენა ფლანგზე ცრუ გარემარბის თამაშია, სადაც ფლიკს ფერმინის ან გავის დაყენება შეუძლია.