ბარსელონას ხელმძღვანელობა (ჟოან ლაპორტა, დეკუ და ჰანსი ფლიკი) საჯაროდ ერთ-ერთ მოთამაშეს აქტიურად აქებს, თუმცა რეალურად მისი გაყიდვა უკვე გადაწყვეტილია.
ესპანური მედიის ინფორმაციით, საქმე ეხება ალეხანდრო ბალდეს. კატალონიელები ზუსტად იმ სტრატეგიას იყენებენ, რაც გასულ ზაფხულს ფერან ტორესის შემთხვევაში გამოიყენეს, კლუბი ფეხბურთელს ტრანსფერზე ოფიციალურად არ აყენებს, რათა მისი საბაზრო ღირებულება არ დაეცეს, თუმცა ფარულად ყველაფერს აკეთებს მის გასაშვებად.
ბალდესთვის ფლიკის პროექტში სათამაშო დრო პრაქტიკულად აღარ მოიძებნება, ამიტომ მისმა აგენტმა, ჟორჟე მენდეშმა უკვე ურჩია ახალი კლუბის მოძებნა. ბარსელონას მთავარი მიზანი აკადემიის აღზრდილის სანაცვლოდ 40 მილიონი ევროს მიღება და ზამთარში დაცვის ხაზის გაძლიერებაა. ესპანელი მცველით მანჩესტერ იუნაიტედი, ჩელსი და იუვენტუსი ინტერესდებიან. ახლა ჯერი თავად ბალდეზეა, მან ხელმძღვანელობას წასვლის სურვილის შესახებ ოფიციალურად უნდა აცნობოს.