მსოფლიო ჩემპიონატზე ავსტრიასთან მოგებული მატჩის შემდეგ, ხულიან ალვარესზე საკუთარ მომავალზე ისაუბრა.
ფეხბურთელმა ატლეტიკოდან წასვლის სურვილი ღიად გამოაცხადა.
„ჩემთვის საუკეთესო გამოსავალი ტრანსფერი იქნებოდა. მინდა, ოცნება ავიხდინო.
ახლა ამაზე სასაუბროდ საუკეთესო დრო არ არის, თუმცა არაფრის დამალვას არ ვაპირებ. ვცდილობ, გულწრფელი ადამიანი ვიყო.
ატლეტიკოს წარმომადგენლებსაც ველაპარაკე." - აღნიშნა ხულიანმა მატჩის შემდეგ.
რამდენიმე კვირის წინ ბარსელონამ ალვარესის სანაცვლოდ ატლეტიკოს 100, ხოლო რეალმა 150 მილიონი ევრო შესთავაზეს. ორივე ამ შეთავაზებაზე მადრიდულმა კლუბმა უარი თქვა.