ატლეტიკოს მცველი რობინ ლე ნორმანი შვებულებას იაპონიაში ატარებს.
ფეხბურთელმა სოციალურ ქსელში იაპონიის უმაღლეს მთისა და ვულკანის მწვერვალზე ასვლის სურათი გამოაქვეყნა.
ფუძიამა იაპონიის ყველაზე მაღალი მთა და აქტიური ვულკანია, რომელიც უკანასკნელად 1707 წელს ამოიფრქვა. ის იაპონიის ერთ-ერთ ყველაზე წმინდა მთად და კულტურულ სიმბოლოდ მოიაზრება.
ფუძიამას სიმაღლე 3776 მეტრს შეადგენს.
„სასიამოვნო შეგრძნებაა", - წერს სოციალურ ქსელში ლე ნორმანი.
