ატლეტიკოს ოფიციალური გვერდის განცხადებით, კლუბმა ვილიარეალთან შეთანხმებას მიაღწია ალექს ბაენას ტრანსფერთან დაკავშრებით.
23 წლის ნახევარმცველი როხიბლანკოს ღირსებას მომდევნო 5 სეზონის განმავლობაში დაიცავს.
მადრიდელები ვილიარეალს ბაენას სანაცვლოდ 45 მილიონ ევროზე შეუთანხმდნენ.
ატლეტიკომ ახლახანს კიდევ ერთი ტრანსფერი დაადასტურა, ატალანტადან ლა ლიგაში კარიერას მატეო რუჯერი გააგრძელებს.
22 წლის მარცხენა მცველმა ახალ კლუბთან კონტრაქტი 2030 წლამდე გააფორმა. ატლეტიკომ იტალიელის სანაცვლოდ 17 მილიონი ევრო გადაიხადა.