ფაბრიციო რომანოს ინფორმაციით, ინტერ მაიამის მადრიდის ატლეტიკოსთან როდრიგო დე პაულის ტრანსფერის შესახებ მოლაპარაკებებში პროგრესი აქვს.
არგენტინელმა ინტერ მაიამის თანხმობა განუცხადა, კლუბები კი საბოლოო შეთანხმებას უახლოვდებიან.
31 წლის ნახევარმცველს ატლეტიკოსთან ამჟამინდელი კონტრაქტი 2026 წლამდე აკავშირებს.
დე პაული ატლეტიკოში 2021 წელს იტალიური უდინეზედან გადავიდა. ის არგენტინის ნაკრებთან ერთად მსოფლიო ჩემპიონი და კოპა ამერიკას ორგზის გამარჯვებულია.
საუდის არაბეთის ინტერესის მიუხედავად, ინტერ მაიამი მესის შენარჩუნებაში დარწმუნებულია