ინტერ მაიამიში დარწმუნებულები არიან, რომ ლეო მესის შენარჩუნებას შეძლებენ.
არგენტინელ ფეხბურთელს ფლორიდულ კლუბთან კონტრაქტი 2025 წლის დეკემბრამდე აკავშირებს.
გავრცელებული ინფორმაციით, კონტრაქტის ამოწურვის შემდეგ, თავისუფალი აგენტის სტატუსით ფეხბურთელის დამატებას საუდის არაბეთის კლუბი ალ აჰლი აპირებს, რომელიც აქედანვე ცდილობს, მესი აზიაში გადაბარგებაზე დაითანხმოს.
თუმცა, The Athletic-ის ჟურნალისტის, დევიდ ორშტეინის ინფორმაციით, ინტერ მაიამიში დარწმუნებულები არიან, რომ მესი მათთან კონტრაქტს გაახანგრძლივებს და კლუბში დარჩება.
მიმდინარე სეზონში მესიმ MLS-ის ჩემპიონატში 14 მატჩში 12 გოლი და 6 საგოლე გადაცემა მიითვალა.