ბენფიკას მარცხენა მცველი ალვარო კარერასი მადრიდის რეალს უახლოვდება.
ფაბრიციო რომანოს ინფორმაციით, კლუბებს შორის მოლაპარაკებები აქტიურ ფაზაშია და შეთანხმება უახლოეს პერიოდშია მოსალოდნელი.
სავარაუდოდ, საბოლოო შეთანხმებას მხარეები მსოფლიო საკლუბო ჩემპიონატის დასრულების შემდეგ მიაღწევენ.
თავად კარერასს კარიერის გაგრძელება მხოლოდ მადრიდის რეალში სურს და კლუბების შეთანხმებას მოუთმენლად ელოდება.
სამეფო კლუბს ფეხბურთელის დამატება მსოფლიო საკლუბო ჩემპიონატამდე სურდა, თუმცა დროში ვერ ჩაეტია და კარერასმა ტურნირზე ბენფიკასთან ერთად ითამაშა, სადაც 1/8 ფინალში ჩელსისთან დამარცხდა.