• ArenamaxArenamax
  • სპორტის გურუ
  • ქვიზები
  • ვიდეო
  • არენა

არენამაქსი

ქვიზები

სპორტის გურუ

სიახლეები

ArenamaxArenamax

სპორტის გურუ

სიახლეები

ქვიზები

ვიდეო

არენა

წესები და პირობები

Cookies პოლიტიკა

კონფიდენციალურობის პოლიტიკა

ცხელი ხაზი: +995 32 2971012
  • facebook icon
  • tiktok icon
  • instagram icon
ცხელი ხაზი: +995 32 2971012[email protected]

Copyright © 2023 Adjarabet Arena. All Rights Reserved.

  • facebook icon
  • tiktok icon
  • instagram icon
ატლეტიკოსა და ბარსელონას მატჩების სერია იწყება
ფეხბურთიფეხბურთი

ატლეტიკოსა და ბარსელონას მატჩების სერია იწყება

3 სთ წინ · 0 წთ წასაკითხად

-

Aa

+

ფონტის ზომა

მადრიდის ატლეტიკო და ბარსელონა აპრილში 3-ჯერ შეხვდებიან ერთმანეთს, ხოლო ამ შეხვედრებიდან პირველი ლა ლიგაში დღეს გაიმართება, სადაც სტუმრები ეცდებიან ლიდერობა გაიმყარონ მე-4 ადგილზე მყოფ მასპინძლებთან შეხვედრაში.


მატჩის სიახლეები და მიმდინარე ფორმა


ატლეტიკო საერთაშორისო პაუზაზე მადრიდულ დერბიში 3-2 მარცხის შემდეგ გავიდა, მიუხედავად იმისა, რომ პირველი ტაიმის შემდეგ იგებდა. ამით მათ ლა ლიგაში უპირატესი პოზიციებიდან უკვე 19 ქულა დაკარგეს ამ სეზონში.


ტოტენჰემთან ჩემპიონთა ლიგაზე 3-2 წაგების შემდეგ (მიუხედავად იმისა, რომ ეს შედეგი დიდ მნიშვნელობას არ ატარებდა), როხიბლანკო ახლა ზედიზედ მე-3 მარცხის საფრთხის წინაშე დგას, რაც შეიძლება მათი შანსების დასასრულად იქცეს მე-3 ადგილზე მყოფ ვილიარეალთან ბრძოლაში, რომელიც ამ ტურის წინ ერთი ქულით უსწრებს მათ.


თუმცა, ბოლო 14 საშინაო ლიგის მატჩიდან 13 მოგება (1 წაგება) ატლეტიკოს მაინც ძლიერ გუნდად წარმოაჩენს მეტროპოლიტანოს სტადიონზე.


ბარსელონამ ბოლო მატჩში რაიო ვალეკანოს 1-0 მოუგო და 29-ე ტურის შემდეგ მადრიდის რეალთან 4-ქულიანი უპირატესობა შეინარჩუნა. ამ შედეგით ბლაუგრანამ ყველა ტურნირზე რვამატჩიანი წაუგებელი სერია გააგრძელა (7 მოგება, 1 ფრე), მას შემდეგ რაც თებერვლის შუა პერიოდში ზედიზედ ორი თამაში წააგო, მათ შორის ამავე სტადიონზე კოპა დელ რეიზე 4-0 დამარცხდა.


მთავარი მწვრთნელი ჰანსი ფლიკი ლა ლიგაში 26-მატჩიან სერიას მართავს ფრის გარეშე (22 მოგება, 4 წაგება), თუმცა ეს სერია შესაძლოა აქ არ გაგრძელდეს, რადგან ბარსელონამ ბოლო ოთხ გასვლით მატჩში ორი წააგო (2 მოგება).


ურთიერთშეხვედრების ისტორია


თებერვლის 4-0 გამარჯვება ატლეტიკოსთვის მხოლოდ მე-3 გამარჯვება იყო ბოლო 7 საშინაო ურთიერთშეხვედრაში (4 წაგება). თუმცა, ბარსელონამ ბოლო 3 გასვლითი ლიგის მატჩი მოიგო მეტროპოლიტანოზე - ერთადერთი გუნდი ლა ლიგაში, რომელმაც ამას მიაღწია.


სტატისტიკა და საინტერესო ფაქტები


ლა ლიგაში ატლეტიკოს მატჩების რეკორდულ რაოდენობაში - 17 თამაში - დასრულდა პირველი ტაიმი ფრის ანგარიშით (ტაიმი: 10 მოგება, 2 წაგება).


ატლეტიკოს 15 საშინაო ლიგის მატჩიდან რვაში პირველი გოლი 15 წუთში გავიდა.


ბარსელონამ ლა ლიგაში ყველაზე მეტჯერ შეძლო მინიმუმ ორი გოლის გატანა (22-ჯერ) ამ ტურის წინ.


ბარსელონამ ამ სეზონში წაგებული პოზიციებიდან ლიგაში ყველაზე მეტი - 18 ქულა მოიპოვა (6 მოგება, 4 ფრე).


მთავარი მოთამაშეები და დანაკლისები


ხულიან ალვარესმა ატლეტიკოს 4-0 გამარჯვებაში მეოთხე გოლი გაიტანა და გასული სეზონის შესაბამის მატჩშიც გახსნა ანგარიში (მარცხი 4-2). რობერტ ლევანდოვსკიმ ლა ლიგის ბოლო ორ გასვლით მატჩში ამ სტადიონზე ოთხ გოლში მიიღო მონაწილეობა (2 გოლი, 2 ასისტი).


ატლეტიკოს რიგებში მარკოს ლიორენტე და ხონი კარდოსო დისკვალიფიცირებულები არიან, ხოლო ალექსანდერ სორლოტის მდგომარეობა საერთაშორისო პაუზის შემდეგ კითხვის ნიშნის ქვეშ დგას. ბარსელონას კი რაფინია ვერ დაეხმარება ბრაზილიის ნაკრებში მიღებული ტრავმის გამო.


სავარაუდო შემადგენლობები


ატლეტიკო - მუსო; მოლინა, ლე ნორმანი, ჰანცკო, რუჯერი; გრიზმანი, კოკე, ბაენა; სიმეონე, ალვარესი, ლუკმენი


ბარსელონა - ჟოან გარსია; ერიკ გარსია, კუბარსი, მარტინი, კანსელყ; ბერნალი, პედრი; იამალი, ფერმინი, რაშფორდი; ტორესი


მატჩი 23:00 საათზე დაიწყება.

თაზო ჩარკვიანი

თაზო ჩარკვიანი

ატლეტიკო
ბარსელონა
ლა ლიგა

ლინკის დაკოპირება

ცხელი სიახლეები

რეალში გადასვლა ჩელსის კიდევ ერთმა ფეხბურთელმა ვერ გამორიცხა

•ფეხბურთი

ფეხბურთი

რეალში გადასვლა ჩელსის კიდევ ერთმა ფეხბურთელმა ვერ გამორიცხა
•ფეხბურთი

ფეხბურთი

რონალდუ და მესი: ვის უკეთ გააქვს პენალტები?

•ფეხბურთი

ფეხბურთი

რონალდუ და მესი: ვის უკეთ გააქვს პენალტები?
•ფეხბურთი

ფეხბურთი

მსოფლიოს 20 საუკეთესო ახალგაზრდა ფეხბურთელი

•ფეხბურთი

ფეხბურთი

მსოფლიოს 20 საუკეთესო ახალგაზრდა ფეხბურთელი
•ფეხბურთი

ფეხბურთი

ბარსელონას შოკისმომგვრელი შეთავაზება

•ფეხბურთი

ფეხბურთი

ბარსელონას შოკისმომგვრელი შეთავაზება
•ფეხბურთი

ფეხბურთი

News image

5 სთ წინ

რეალში გადასვლა ჩელსის კიდევ ერთმა ფეხბურთელმა ვერ გამორიცხა

News image

4 სთ წინ

რონალდუ და მესი: ვის უკეთ გააქვს პენალტები?

News image

4 სთ წინ

მსოფლიოს 20 საუკეთესო ახალგაზრდა ფეხბურთელი

News image

4 სთ წინ

ბარსელონას შოკისმომგვრელი შეთავაზება

კომენტარები

ლინკის დაკოპირება