ენცო ფერნანდესის შემდეგ, მადრიდის რეალში გადასვლა ვერც მოიზეს კაისედომ გამორიცხა.
კაისედოს, ჰკითხეს, წარმოუდგენია თუ არა საკუთარი თავი მადრიდის რეალის თეთრ მაისურში. ეკვადორელმა ფეხბურთელმა მომავალთან დაკავშირებით ორაზროვანი პასუხი გასცა, თუმცა ამჟამინდელი კლუბის მიმართ პატივისცემაც დააფიქსირა.
„ფეხბურთში არასოდეს იცი, რა მოხდება შემდეგ, ასე არ არის? ახლა ჩელსისთან კონტრაქტი მაკავშირებს. სიმართლე ისაა, რომ სხვა გუნდებზე ან ლონდონის დატოვებაზე არ მიფიქრია, მაგრამ მისმინეთ — ფეხბურთში წინასწარ არაფერია ცნობილი.
მხოლოდ თამაშით სიამოვნების მიღება მინდა. მაქვს კონტრაქტი და მინდა ვითამაშო მანამ, სანამ უფალი ამის ნებას მომცემს. ამის შემდეგ — ვნახოთ. ვნახოთ, რა სიურპრიზები გველოდება მომავალში.
ჩელსი დიდი კლუბია. იქ გადმოსვლის შემდეგ ძალიან დამეხმარნენ და მინდა ეს ყველაფერი მოედანზე დავაბრუნო — ჩემი მადლიერება ყოველ მატჩში ვაჩვენო მანამ, სანამ ამ გუნდში ვიქნები.“ — აღნიშნა კაისედომ.
ცნობისთვის, ენცო ფერნანდესს როცა ჰკითხეს, სად იცხოვრებდა მომავალში, არგენტინელმა მადრიდი დაასახელა, რადგან მისი თქმით, ის ბუენოს-აირესს ძალიან ჰგავს. რეალში გადასვლაზე პარალელურად მიმდინარე საუბრების ფონზე, ჩელსიმ ეს უპატივცელობად მიიჩნია და ნახევარმცველი ორმატჩიანი დისკვალიფიკაციით დასაჯა.