ფორმულა 1-ში 2026 წლის პირველმა გრან პრიმ ავსტრალიაში აიღო სტარტი.
დღეს მელბურნში პირველი და მეორე ვარჯიშები გაიმართა, სადაც საინტერესო შედეგები დაფიქსირდა.
პირველი ვარჯიშის საუკეთესო დროები ფერარის პილოტებმა, შარლ ლეკლერმა და ლუის ჰამილტონმა აჩვენეს, მე-3 დრო კი მაქს ვერსტაპენმა დააფიქსირა.

მეორე ვარჯიშზე კი საუკეთესო ოსკარ პიასტრი იყო, მის შემდეგ კი სამეული მერსედესის მრბოლელებმა, კიმი ანტონელიმ და ჯორჯ რასელმა, შეავსეს.

რბოლის კვალიფიკაცია 7 მარტს 09:00 საათზე გაიმართება, სეზონის პირველი რბოლა კი 8 მარტს 08:00 საათზე დაიწყება.
ფორმულა 1 - კალენდარი 2026