მადრიდის რეალის მთავარმა მწვრთნელმა, ალვარო არბელოამ, თავისი ფეხბურთელების მიდგომა გააკრიტიკა.
„რა დაგვაკლდა ბოლო მატჩებში? ბევრი რამ. შორს ვართ იმ შედეგებისგან, რომელიც რეალს ეკადრება. დღეს ავტობუსიდან უბრალოდ ფეხის გადმოდგმით ვერავის მოუგებს, მიუხედავად იმისა, რომ ფურცელზე დონეებს შორის თქვენს შორის შესაძლოა დიდი სხვაობა იყოს.
გუნდურ დონეზე ბევრი რამ გვაქვს გასაუმჯობესებელი. მხოლოდ ნიჭი არაა საკმარისი იმისთვის, რომ ბურთი მინდორზე დადო და ინდივიდუალურად თამაშს შეუდგე.
გვჭირდება სტრუქტურა, სწორი მიმართულებით სვლა, უნდა ვიცოდეთ წინასწარ, რას აპირებს თანაგუნდელი. უნდა ვიცოდეთ, მეტოქე როგორ დავშალოთ.
ეს განსხვავებულ მენტალიტეტს მოითხოვს და სწორედ ეს დაგვიჯდა არაერთი ქულის დაკარგვის ფასად." - აღნიშნა რეალის ესპანელმა თავკაცმა.