ბარსელონას ფეხბურთელები, რაფინია და ბერნალი, ოსასუნასთან მატჩისთვის მწყობრში დაბრუნდნენ.
კლუბის განცხადებით, ექიმებმა ორივე ფეხბურთელს ლა ლიგის 34-ე ტურში მონაწილეობის ნება დართეს. შეხვედრა დღეს, 2 მაისს გაიმართება.
რაფინიამ დაზიანება 26 მარტს, ნაკრებში თამაშისას მიიღო, რის გამოც ჩემპიონთა ლიგის უმნიშვნელოვანესი 1/4 ფინალები დათმო, რომელშიც ბარსელონა ატლეტიკოსთან გამოვარდა.
რაც შეეხება ბერნალს, მან ტრავმა ატლეტიკოსთან 4 აპრილის მატჩში მიიღო და მას შემდეგ მოედანზე აღარ გასულა.