რეალის მცველი კარვახალი ბარსასთან მატჩს ნეკა თითის ტრავმის გამო გამოტოვებს.
მადრიდულმა კლუბმა განაცხადა, რომ 34 წლის ესპანელს მარჯვენა ფეხის მეხუთე თითის (ნეკა თითის) ბზარი დაუდგინდა.
Marca-ს ინფორმაციით, დანი ორ კვირას გამოტოვებს და შესაძლოა სეზონის დასკვნით მატჩში, ატლეტიკის წინააღმდეგ ითამაშოს, რაც სავარაუდოდ მისი გამოსამშვიდობებელი თამაში იქნება რეალის მაისურით, რადგან სეზონის ბოლოს მას კლუბთან კონტრაქტი ეწურება, რომელსაც, დიდი ალბათობით, აღარ გაახანგრძლივებენ.
ამ სეზონში კარვახალის ანგარიშზე ლა ლიგაში ჩატარებული მხოლოდ 14 მატჩია, პრესაში აქტიურად იწერება, რომ ესპანელი თავისი მდგომარეობით რეალში ძალიან უკმაყოფილოა.
ელ კლასიკო კამპ ნოუზე მომავალ კვირას, 10 მაისს გაიმართება.