Copyright © 2023 Adjarabet Arena. All Rights Reserved.
-
Aa
+
ფონტის ზომა
ბრაიტონის მთავარმა მწვრთნელმა, რობერტო დე ძერბიმ დაადასტურა, რომ სეზონის დასრულების შემდეგ კლუბს დატოვებს.
იტალიელი თავის ბოლო მატჩს ხვალ, 19 მარტს, მანჩესტერ იუნაიტედის წინააღმდეგ გამართავს და შემდეგ ბრაიტონს დაემშვიდობება.
„ბრაიტონს დამწუხრებული ვტოვებ, მაგრამ ძალიან ამაყი ვარ იმით, რასაც მივაღწიე ჩემს ფეხბურთელებთან და სტაფთან ერთად.
შევთანხმდით, რომ ჩემი დრო ბრაიტონში დამთავრებულია. ახლა კლუბმაც და მეც ჩვენთვის საუკეთესო მიმართულებით უნდა ვიაროთ." - აღნიშნა იტალიელმა სპეციალისტმა.
დე ძერბის დანიშვნით ამ ეტაპზე ყველაზე აქტიურად მიუნხენის ბაიერნი ინტერესდება.
ნ
ნიკა შაქარაშვილი
კომენტარები