3 დღის წინ · 0 წთ წასაკითხად
-
Aa
+
ფონტის ზომა
ოსასუნას 3:0 დამარცხებით ბარსელონამ ამ სეზონში მორიგი გამანადგურებელი გამარჯვება მოიპოვა.
ჰანსი ფლიკის გუნდისთვის ეს ამ სეზონში უკვე მე-19 გამარჯვებაა დიდი ანგარიშით. 44 მატჩში კატალონიელებმა 135 გოლი გაიტანეს.
ორჯერ ბარსელონამ რეალი გაანადგურა - 4:0 და 5:2, ასევე ორჯერ ვალენსია - 7:1 და 5:0.
სხვა გამანადურებელი გამარჯვებები - ვალიადოლიდი (7:0), ჟირონა (4:1), ვილიარეალი (5:1), იანგ ბოიზი (5:0), ალავესი (3:0), სევილია (5:1 და 4:1), ცრვენა ზვეზდა (5:2), ბრესტი (3:0), მალიორკა (5:1), ბარბასტრო (4:0), ბეტისი (5:1) და რეალ სოსიედადი (4:0).
ბარსა ლა ლიგის ცხრილში 63 ქულით ლიდერობს და რეალს 3, ხოლო ატლეტიკოს 7 ქულით უსწრებს.
ნ
ნიკა შაქარაშვილი
კომენტარები