მთავარი
სიახლეები
სპორტის გურუ
ქვიზები
-
Aa
+
ფონტის ზომა
ჟირონასთან მოგების შემდეგ, ჰანსი ფლიკმა ამ სეზონის წარმატებებში რობერტ ლევანდოვსკის როლი გამოარჩია, რომელმაც კატალონიურ დერბიში მორიგი დუბლი გაიტანა.
„სამი ქულა ავიღეთ და მთავარი ეს არის. სწორედ ეს მომეწონა დღეს ყელაზე მეტად. ასევე, ის ენერგია, რომელიც შესვენების შემდეგ გამოვავლინეთ.
ლევანდოვსკი ამ გუნდისთვის ძალიან მნიშვნელოვანია. ის გოლებს იტანს და ამ სეზონში საკვანძო როლს ასრულებს. გარდა ამისა, ძალიან მახარებს ფერან ტორესის გოლიც.
უკმაყოფილება გაშვებული გოლით არის სრულიად ნორმალური. ჟირონა კარგი გუნდია, რომელსაც ბურთის ფლობა ეხერხება. ცვლილებებს მივმართეთ, იმიტომ რომ ბევრი დაღლილი ფეხბურთელი გვყავდა, რაც სეზონის ამ ეტაპზე გასაგებიც არის." - აღნიშნა ფლიკმა.
ნ
ნიკა შაქარაშვილი
კომენტარები