მთავარი
სიახლეები
სპორტის გურუ
ქვიზები
1 დღის წინ · 0 წთ წასაკითხად
-
Aa
+
ფონტის ზომა
უეინ რუნიმ გაიხსენა, რომ 2010-ში მან იუნაიტედიდან რეალში შეეძლო გადასვლა.
„როცა 2010-ში მანჩესტერს ვუთხარი, რომ კონტრაქტის გახანგრძლივება აღარ მინდა და სხვაგან გაშვება მოვითხოვე, დაინტერესება სამმა კლუბმა გამოთქვა.
ხშირად ამბობენ, რომ მათ შორის იყო მან სიტიც, მაგრამ სიმართლე გითხრათ, ეს ვარიანტი არასდროს არც კი განმიხილავს. რეალური დაინტერესება იყო ჩელსის, რეალის და ბარსელონას მხრიდან.
იმ მომენტში ესპანეთში გადასვლისთვის მზად ვიყავი - მოლაპარაკებები მართლაც მიმდინარეობდა. რამდენიმე დღის მანძილზე, რეალთან შეთანხმება უფრო რეალურს ჰგავდა, მაგრამ მე უფრო ბარსაზე მეფიქრებოდა. წარმოვიდგენდი, როგორ მოვერგებოდი ამ გუნდს ლეო მესისთან, ანდრეს ინიესტასთან, ჩავისთან და სერხიო ბუსკეტსთან ერთად.
საბოლოოდ მანჩესტერში გადავწყვიტე დარჩენა, მაგრამ მაშინდელი ბარსელონა დაუჯერებელი გუნდი იყო, სადაც თამაში ნებისმიერი ფეხბურთელისთვის ოცნება იქნებოდა." - აღნიშნა ინგლისელმა.
ნ
ნიკა შაქარაშვილი
კომენტარები