ბარსელონა კიდევ ერთხელ აერთიანებს ფეხბურთსა და გლობალურ მუსიკალურ კულტურას. ამჯერად ყურადღების ცენტრში ოლივია როდრიგოა.
Mundo Deportivo-ს ინფორმაციით, კატალონიურმა გრანდმა უკვე მიიღო გადაწყვეტილება იმ არტისტის შესახებ, რომლის ლოგოც სპეციალურ ფორმაზე გამოისახება 10 მაისს, რეალ მადრიდის წინააღმდეგ გასამართ ელ კლასიკოში.
როდრიგო, რომელიც დღეს მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი ახალგაზრდა მომღერალია, საკუთარ ბრენდს ბარსელონას მაისურზე იხილავს.
გავრცელებული ინფორმაციით, მოსამზადებელი სამუშაოები დასკვნით ფაზაშია. ფოტოსესიები პირველი გუნდის ფეხბურთელების მონაწილეობით, რომლებსაც ეს სპეციალური მაისურები აცვიათ, უკვე დასრულებულია. კამპანიის დაწყება უახლოეს პერიოდში იგეგმება.
ასევე არსებობს მოლოდინი, რომ თავად ოლივია როდრიგო დაესწრება მატჩს. გასულ სეზონში ელ კლასიკოს ტრევის სკოტი დაესწრო - მატჩი მაშინ ბარსელონას დრამატული გამარჯვებით 4:3 დასრულდა.
როდრიგო უერთდება ვარსკვლავების ამ ელიტურ სიას: დრეიკი, როზალია, The Rolling Stones, Karol G, Coldplay და ტრევის სკოტი.